ჭიდაობაში 2013 წლის ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. ინფორმაცია, რომელიც საჭიდაო კულუარებში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, დღეს, ბათუმში მყოფმა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა რაფაელ მარტინეტიმ დაადასტურა.
“საქართველოში ჭიდაობას უდიდესი ტრადიციები აქვს და ეს სახეობა განსაკუთრებულად უყვართ. საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის გამოცდილებაც საკმაოდ დაგიგროვდათ და ვფიქრობ, დროა, უდიდეს შეჯიბრებებსაც უმასპინძლოთ. დღეს შემიძლია ოფიციალურად გითხრათ, რომ 2013 წელს, ბერძნულ-რომაულ, თავისუფალ და ქალთა ჭიდაობაში კონტინენტის პირველობა თქვენს ქვეყანაში გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ამ საპასუხისმგებლო მისიას თავს ბრწყინვალედ გაართმევთ” – განაცხადა რაფაელ მარტინეტიმ ბათუმურ პრესკონფერენციაზე.
ოთარ მაღლაკელიძე