ფეხბურთი

13:42 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ბენიტესი: “არ ვუყვარვარ, რადგან 10 ჯილდო მოვიგე”

იტალიური “ნაპოლის” ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა კითხვაზე, თუ რატომ არ უყვართ ის საფეხბურთო საზოგადოებაში უპასუხა, რომ ამის მიზეზი მის მიერ მოგებული ჯილდოებია.

“იმიტომ, რომ ათი სხვადასხვა ტურნირის ჯილდო მაქვს მოგებული” – უპასუხა მან CNN-ის კორესპონდენტს.

ბენიტესმა “ვალენსიასთან” ერთად ორჯერ დაიკავა პირველი ადგილი ესპანეთის ჩემპიონატში და მოიგო უეფას თასი, ინგლისის “ლივერპულთან” მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი, “ინტერს” მოაგებინა იტალიის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ხოლო “ჩელსისთან” ერთად ევროპის ლიგის გამარჯვებული გახდა. 

0.118533