მადრიდის Mutua Madrid Open-ის მამაკაცთა ერთეულთა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რაფა ნადლი წლეულს ნახევარფინალში 28 წლის ჩეხი ტომაშ ბერდიხის 6:4, 6:2 ძლევის შემდეგ გავიდა, ქალთა შეჯიბრების შარშანდელმა გამარჯვებულმა სერენა უილიამსმა კი ტრავმის მომიზეზებით ჩეხ პეტრა კვიტოვასთან მეოთხედფინალურ მატჩზე კორტზე გასვლა იუარა.
27 წლის ნადალმა დღევანდელ მეოთხედფინალში 3 ბრეიკი და 4 ეისი შეასრულა, ბერდიხთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში კი 18:3 გახადა. ნახევარფინალში რაფა თანამემამულე რობერტო ბაუტისტა-აგუტისა და კოლუმბიელი სანტიაგო ხირალდოს შორის მოგებულს შეხვდება.
სერენა უილიამსს რაც შეეხება, რეიტინგსიის ამერიკელმა ლიდერმა მოგვიანებით დაადასტურა, რომის მომავალ ტურნირში მონაწილეობას მივიღებო.