ჩოგბურთი

19:57 | 22.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ნახევარფინალში კიდევ უფრო უკეთ თამაშს აპირებს

 რაფა ნადალი რიო დე ჟანეიროს ტურნირის ნახევარფინალში პორტუგალიელი ჟოაუ სოუზას 6:1, 6:0 გამარჯვების შემდეგ გავიდა და შეჯიბრების გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად თანამემამულე პაბლო ანდუხარს შეხვდება. მომავალი დაპირისპირების წინ ნადალი ჟურნალისტებს გაესაუბრა.

“ჟოაუ ცოტათი მეცოდება კიდეც. ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, დღეს კი მას შანსი არ დავუტოვე. ვფიქრობ, ამ კვირის განმავლობაში ჩემი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარე. აგრესიული ვიყავი და კორტზეც კარგად ვმოძრაობდი. ნახევარფინალში პაბლო ანდუხართან მომიწევს თამაში, რომელმაც ტომი რობრედოს დამაჯერებლად სძლია. პაბლო საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია და მის დასამარცხებლად კიდევ უფრო უკეთ თამაში მჭირდება, ვიდრე ეს სოუზასთან შევძელი”, - განაცხადა რაფამ ნახევარფინალის წინ.

ანდუხარისა და რობრედოს მეოთხედფინალურ შეხვედრას რაც შეეხება, რეიტინგსიის 40-ე ნომერმა პაბლომ კლასიფიკაციაში 17-ე საფეხურზე მყოფ ტომის მხოლოდ 2 გეიმი “დაუთმო” – 6:1, 6:1. მატჩი მხოლოდ საათს გაგრძელდა და კარიერის განმავლობაში ანდუხარმა მეორედ მოახერხა რობრედოს დამარცხება, თავად კი დღევანდელ ოპონენტთან წაუგებელია.

0.116431