ჩოგბურთი

10:42 | 27.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფა იგებს და უკეთეს თამაშს გვპირდება

აშშ-ის ღია პირველობის ერთ-ერთა ფავორიტმა რაფა ნადალმა წლის ბოლო სადიდსლემო ტურნირზე დამაჯერებელი სტარტი აიღო. მალიორკელმა სამსეტიანი პაექრობა მოუგო ამერიკელ რაიან ჰარისონს 6:4, 6:2, 6:2 და მომდევნო სტადიაზე კანადელი ვაშეკ პოსპიშილისა და ბრაზილიელი როჟერიუ დუტრა სილვას შორის მოგებულს შეხვდება.

27 წლის ნადალმა მასზე 6 წლით უმცროს ჰარისონის ძლევას 2 საათი მოანდომა. რაფამ 5 ბრეიკი და 3 ეისი შეასრულა და სადღეისოდ რეიტინგში 97-ე ადგილზე მყოფ რაიანთან პირადი შეხვედრების ანგარიში 2:0 გახადა.

“მატჩი რთულ მეტეოპირობებში ჩატარდა. თუმცა, დიდი, ღია კორტებისთვის ქარი ლამის ჩვეულებრივი მოვლენაა. უბრალოდ, დღეს ქარი მიმართულებას ხშირად იცვლიდა და დამატებით სირთულეს მიქმნიდა. მიუხედავად გარკვეული უხერხულობისა, მთლიანობაში საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ. თანდათან კორტს გავუშინაურდები და უკეთესადაც ვითამაშებ”, - განაცხადა ნამატჩევს რაფამ.

0.119957