ჩოგბურთი

15:25 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფა “ესტუდიანტესის” აქციონერია

 ჩილელი ნიკოლას მასუს სპორტიდან საზეიმო გაცილებაში მონაწილეობის მიღების შემდეგ მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა რაფა ნადალმა ბუენოს აირესში დავიდ ნალბანდიანს ჩოგბურთიდან წასვლისას “დაულოცა გზა” და მასთან საგამოფენო შეხვედრა ჩაატარა. რაფამ უიმბლდონის 2002 წლის გათამაშების ფინალისტ დავიდს 6:3, 6:4 მოუგო.

ამის შემდეგ ნადალი ნოვაკ ჯოკოვიჩს შეუწყვილდა და ნალბანდიან-ხუან მონაკოს დუეტს დაუპირისპირდა. მატჩი ესპანურ-სერბული ტანდემის მოგებით დასრულდა. რაფა კიდევ ერთ, დასკვნით საგამოფენო მატჩს ჩვენი დროით ხვალ დილით გამთენიისას ჯოკოვიჩთან გამართავს.

ამასობაში ნადალმა არგენტინის ხუთგზის ჩემპიონის ლა პლატას “ესტუდიანტესის” აქციათა მცირე რაოდენობა შეიძინა და ამ კოლექტივის გულშემატკივართა კლუბშიც გაწევრიანდა. 27 წლის მალიორკელმა ეს ნაბიჯი მეგობრის, ხუან მონაკოს ხათრით გადადგა, რომელიც “ესტუდიანტესის” თავგადაკლული ქომაგია. 

0.116112