თბილისის “დინამოს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გუნდის ესპანელი ახალწვეულის – რაფა ჯორდას კომენტარი გამოქვეყნდა, რომელიც მიმდინარე შეკრებას, ჩემპიონთა ლიგაში “დინამოს” მეტოქეს და მსოფლიო თასის მატჩებს შეეხება.
“ძალიან მეგობრულ და ერთი მიზნისთვის შეკრულ გუნდში მოვხვდი. საკმაოდ ნაყოფიერ მომზადებას გავდივართ და საინტერესო სპარინგებს ვატარებთ ძლიერ გუნდებთან. ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრამდე დროა დარჩენილი და გუნდი აუცილებლად მოუმატებს.
რაც შეეხება ჩემს თამაშს, ვფიქრობ ადაპტაციას მალე გავივლი და “დინამოს” მეტ სარგებელს მოვუტან. “აქტობესთან: მატჩი საკმაოდ რთული იქნება, რადგან იქ მიმდინარე ჩემპიონატია და მეტოქეც ფორმაშია შესული, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფრის მიუხედავად შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ.
მსოფლიო ჩემპიონატზე, რა თქმა უნდა, ესპანეთს ვგულშემატკივრობდი. არგენტინის თამაშიც ძალიან მომწონს. ორიგინალური არ ვიქნები და ვიტყვი, რომ ნახევარფინალში ბრაზილია, გერმანია, ჰოლანდია და