სხვა

23:15 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

რადიო “ჯაკოს” იუბილეზე არაოლიმპიელები დაჯილდოვდნენ

კულტურის საერთაშორისო ცენტრ “მუზაში”, კოტე მახარაძის სახელობის სპორტულმა რადიო “ჯაკომ” რიგით მე-8 იუბილე იზეიმა. ტრადიციულად, საღამოზე დაჯილდოვდნენ არაოლიმპიური სპორტის სახეობათა წარმომადგენლები.

საღამოს ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე.

თამარ სანიკიძე: “მოწვევისთვის დიდ მადლობას გიხდით. ჩვენ განათლების სფეროში ვმუშაობთ, მაგრამ სპორტი ძალზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. სპორტს განათლების სფეროში დიდი ყურადღება ექცევა. დღევანდელ ცერემონიალში მონაწილეობას სიამოვნებით მივიღებ”.

ლევან ყიფიანი: “გილოცავთ გასულ დღესასწაულებს! აქ სპორტული საზოგადოება ვართ შეკრებილი. რაც მეტი ადამიანი იქნება სპორტში ჩართული, უკეთესია. ჯამლეტ ხუხაშვილს ამ რადიოს დაარსებისთვის დიდ მადლობას ვუხდი. ვისურვებდი, ის ერთიანი სული, რაც აქ ტრიალებს, მთელს ქვეყანაში ყოფილიყოს”.

საღამოს მიწურულს, რადიო “ჯაკოს” დამფუძნებელმა ჯამლეტ ხუხაშვილმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებულ სპორტსმენებს სცენაზე უხმო და 10 არაოლიმპიური სპორტის სახეობის საუკეთესო წარმომადგენელთა ვინაობაც ცნობილი გახდა:

10) გიორგი ოძელაშვილი (ექსტრემალური სპორტი)

9) ხვიჩა ქოქუაშვილი (კიკ-ბოქსინგი)

8) ალექსანდრე ძაბირაძე (ფუტსალი)

7) დათა ქაჯაია (საავტომობილო სპორტი)

6) ირაკლი გამთენაძე (მკლავჭიდი)

5) გოგიტა არქანია (კარატე)

4) ლევან ბერიანიძე (სუმო)

3) სალომე მელია (ჭადრაკი)

2) პაატა ღვინიაშვილი (ფალავნობა)

1) ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო)

0.45526