“პარი სენ-ჟერმენი” ახალ სეზონს ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს გარეშე დაიწყებს. L’Equipe-ის ცნობით, ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი “ლაიპციგთან” 18 ივლისს გამართულ ამხანაგურ მატჩში (2:4) მიღებული ტრავმის გამო საფრანგეთის ჩემპიონატში ორი კვირით გვიან ჩაერთვება.
ამრიგად, რაბიო “ბასტიასთან” და “რეიმსთან” თამაშებს გამოტოვებს.