ფეხბურთი

1:06 | 19.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

რა მოხდა ზინსჰაიმში?

გერმანიის ბუნდესლიგის მე–9 ტურის გახსნით მატჩში, მეტად უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა. „ჰოფენჰაიმისა“ და „ლევერკუზენის“ მატჩის 70–ე წუთზე, შტეფან კისლინგის მიერ გატანილმა გოლმა ფეხბურთის გულშემატკივრები გააოცა. ძნელი სათქმელია, რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ ბურთი კარის ბადეს გარედან შეეხო და გოლი მაინც გავიდა.

იქამდე კი, სიდნეი სემმა დააწინაურა სამი ჰიპიას გუნდი და ლევერკუზენელებს ტაიმი მოაგებინა. შეხვედრის მე–2 ნახევარში, კისლინგის უცნაურმა გოლმა სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, რის შემდეგაც ნათელი გახდა, რომ სტუმრები 3 ქულას აღარ დათმობდნენ.

მატჩის მიწურულს, „ჰოფენჰაიმმა“ სვენ შიპლოკის გოლით ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ ქულა ვეღარ გადაარჩინა – 1:2.

 

ზინსჰაიმი. „რაინ ნეკარ არენა“.

ჰოფენჰაიმი – ლევერკუზენი 1:2

ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი (ჰერდლინგი 81), აბრაჰამი, ტოლიანი, ზიულე, პოლანსკი (შიპლოკი 70), სალიჰოვიჩი (ელიუნუსი 63), შტრობლი, ფირმინო, მოდესტი, ფოლანდი.

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი (დონატი 86), ბენიში, ტოპრაკი, ვოლშაიდი (სპაჰიჩი 46), რაინარცი, კასტრო, როლფესი, სემი (კრუზი 80), ჰეგელერი, კისლინგი.

მწვრთნელი: სამი ჰიპია

გოლი: 0:1 სემი (26), 0:2 კისლინგი (70), 1:2 შიპლოკი (88)

გაფრთხილება: ტოპრაკი (9), ვოლშაიდი (23), ჰეგელერი (41), კასტრო (67)

კარში დარტყმა: 20 (11) – 12 (8) ჯარიმა: 12 - 20 კუთხური: 8 - 10 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 6 – 10

 

1. ლევერკუზენი 9 7 1 1 20:9 22
2. ბაიერნი 8 6 2 0 15:3 20
3. დორტმუნდი 8 6 1 1 21:7 19
4. გლადბახი 8 4 1 3 19:13 13
5. ჰანოვერი 8 4 1 3 11:11 13
6. ჰერტა 8 3 3 2 14:9 12
7. შტუტგარტი 8 3 2 3 16:10 11
8. შალკე 8 3 2 3 14:17 11
9. ვერდერი 8 3 2 3 9:12 11
10. ჰოფენჰაიმი 9 2 4 3 21:22 10
11. მაინცი 8 3 1 4 12:17 10
12. აუგსბურგი 8 3 1 4 9:15 10
13. აინტრახტი 8 2 3 3 11:13 9
14. ვოლფსბურგი 8 3 0 5 9:11 9
15. ჰამბურგი 8 2 2 4 17:19 8
16. ნიურნბერგი 8 0 5 3 9:17 5
17. ფრაიბურგი 8 0 4 4 9:18 4
18. ბრაუნშვაიგი 8 1 1 6 5:18 4

 

 

19 ოქტომბერი: დორტმუნდი – ჰანოვერი, ბაიერნი – მაინცი, ვერდერი – ფრაიბურგი, ბრაუნშვაიგი – შალკე, აინტრახტი – ნიურნბერგი, ჰერტა – გლადბახი.

20 ოქტომბერი: ჰამბურგი – შტუტგარტი, აუგსბურგი – ვოლფსბურგი.

ბომბარდირები: იბიშევიჩი („შტუტგარტი“), ლევანდოვსკი („დორტმუნდი“), მოდესტე („ჰოფენჰაიმი“), ნ.მიულერი („მაინცი“) – 6.

0.113572