ფეხბურთი

15:04 | 17.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

რა მოხდა “ქასიმფაშა”-“ბეშიქთაშის” მატჩის მე-80 წუთზე?

 

როგორც იცით, შოთა არველაძის “ქასიმფაშამ” სლავენ ბილიჩის გაწვრთნილ “ბეშიქთაშს” 2:1 სძლია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა. შოთას გუნდმა მე-3 წუთზე გაუშვა გოლი უგო ალმეიდასგან, თუმცა მეორე ნახევარში ჩოლაკმა და სკარიონემ გაიტანეს. მატჩში ინციდენტი მოხდა: მე-80 წუთზე, როცა უკვე 2:1 იყო, “ბეშიქთაშის” შეტევისას გულშემატკივარი გადმოხტა სტადიონზე და სტამბულელთა პორტუგალიელ ნახევარმცველ მანუელ ფერნანდეშს მოულოდნელად ფეხი გამოსდო.

ადგილზე ფეხბურთელები შეჯგუფდნენ: “ქასიმფაშას” მოთამაშეები დაუპატიჟებელ სტუმარს გადაეფარნენ, თუმცა “ბეშიქთაშის” ნახევარმცველმა რამონ მოტამ და უგო ალმეიდამ გულშემატკივარს წიხლი ჩაარტყეს. მსაჯმა ორივე მათგანი გააძევა, რასაც კიდევ ცალკე მოჰყვა პროტესტი.

არველაძემ მატჩის შეფასებისას აღნიშნა, რომ “ქასიმფაშამ” დამსახურებულად მოიგო: “მეორე ტაიმი ჩვენ გაცილებით უკეთ ჩავატარეთ და ორი კარგი გოლიც გავიტანეთ”.

http://www.youtube.com/watch?v=Iu2x8MX0pKI

0.11263