ძალიან კარგი და გულიანი ვინმე ჩანს, ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი, კრისტი გალაჰერი, რომელსაც მრავალი თანამემამულის მსგავსად ფეხბურთი ძალიან უყვარს და როდესაც თავისუფალ დროს ნახულობს, საყვარელ საფეხბურთო კლუბს, ”ლივერპულს” ქომაგობს.
კრისტი გალაჰერმა ყმაწვილქალობის წლები მართალია უკან მოიტოვა, მაგრამ ტელეწამყვანობის პარალელურად, კვლავ აქტიურად იღებს ფოტოსესიებში მონაწილეობას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ფოტოებში აღებულ ფულს მთლიანად სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდში რიცხავს.
კრისტი გალაჰერს გულშემტკივრები და კეთილისმოსურნენი ცხადია არ აკლია და როგორც კოლეგებთან საუბარში ამბობს, ყველაზე მეტად მისი ერთგული თაყვანისმცემლების სიმრავლე ახარებს. ამ თაყვანისმცემლებში კი ბუნებრივია ბლომად არიან “ლივერპულის” ფანებიც...