19 წლის ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ, უნგრულ "დიორთან" კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ, "დიორის" ოფიციალური საიტიც წერს. ხელშეკრულება ჯერ სეზონის ბოლომდეა, თუმცა, თუ მხარეები შეთანხმდებიან, ზაფხულში ავტომატურად 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.
ქვილითაია "დიორს" თურქულ შეკრებაზე ახლდა და მწვრთნელთა შტაბს თავი მოაწონა. მასზე მასალაც გვქონდა თურქეთიდან.
გიორგი ამ სეზონის პირველ ნახევარში "სასკოში" თამაშობდა და 16 მატჩში 22 გოლი გაიტანა - ეს მაჩვენებელი კომენტარს აღარ საჭიროებს.
"დიორი", სადაც 4 წელიწადზე მეტია, რაც რატი ალექსიძე თამაშობს, უნგრეთის ჩემპიონატს ლიდერობს.