ფეხბურთი

11:41 | 29.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაია და “დიორი” დაშორდნენ

გიორგი ქვილითაია უნგრულ საფეხბურთო კლუბ “დიორ ეტოში” კარიერას აღარ გააგრძელებს.

19 წლის თავდამსხმელი “დიორში” საქართველო ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის კლუბ “სასკოდან” ზამთარში გადავიდა. მან NBI-ში 6 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ქვილითაიას ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე ჰქონდა გაფორმებული და მისი ამოწურვის შემდეგ, თუ მხარეები შეთანხმდებოდნენ, ახალგაზრდა ფორვარდი “დიორთან” 5-წლიან კონტრაქტს დადებდა. თუმცა, “მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, რომ ქართველისა და უნგრელების თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება. 

0.344018