ჩოგბურთი

14:13 | 7.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიას სოლიდური წინსვლა

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) ასოციაციის განახლებულ რეიტინგში ქართველთაგან ყველაზე დიდი წინსვლა სოფო ქვაცაბაიამ განიცადა, რომელმაც ასტანას 10-ათასიან ტურნირებზე წარმატებულად ითამაშა. სოფო 84 პოზიციით დაწინაურდა და 65 ქულით 498-ე ადგილზე იმყოფება.

სულ განახლებულ კლასიფიკაციაში 7 ქართველი გოგონაა: 199 (198). სოფო შაფათავა – 290 ქულა; 332 (339). ეკატერინე გორგოძე – 123; 356 (361). ოქსანა კალაშნიკოვა – 110; 498 (582). სოფო ქვაცაბაია – 65; 609 (541). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 42; 1069 (1072). მარიამ ბოლქვაძე – 9; 1269 (1267). თამარ ჭალაგანიძე – 3;

ცნობისთვის, ქვაცაბაია გერმანიაში დაწყებული 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია. ქვაცაბაიამ აშაფენბურგში უკრაინის სახელით მოთამაშე ოლეკსანდრა კორაშვილი 4:6, 6:4, 6:4 დაამარცხა, შემდეგ კი მე-7 განთესვის მქონე სლოვაკ ზუზანა ლუკნაროვასთან 1:6, 1:6 წააგო.

სავარაუდოდ, გერმანული ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს ეკატერინე გორგოძე.

ავსტრიაში ბად გაშტეინის ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლა ვერ შესძლო სოფო შაფათავამ. საქართველოს პირველმა ჩოგანმა კვალიფიკაციაში ჩეხ ტერეზა მარტინცოვასთან 1:6, 1:6 წააგო. წყვილებში შაფათავა და რუსი მარინა მელნიკოვა მე-4 განთესვის მქონე გერმანულ-ბერძნულ დუეტს (ბაროისი-დანილიდუ) ეთამაშებიან.

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) წყვილთა შეჯიბრში იასპარეზებს ოქსანა კალაშნიკოვა. BRD Bucharest Open-ის საწყის რაუნდში კალაშნიკოვა და სერბი ალეკსანდრა კრუნიჩი მე-2 ნომრად განთესილ სლოვაკურ-ჩეხურ დუეტს (ჰუსაროვა-ვორაცოვა) გაეჯიბრებიან.

5 ქართველი მოხვდა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში: 201 (207). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 246 ქულა; 644 (656). ალექსანდრე მეტრეველი – 42; 1041 (1363). გიორგი ცივაძე – 10; 1170 (1287). გიორგი ჯავახიშვილი – 7; 2159 (2150). მიხეილ ხმიადაშვილი – 1;

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰოლანდიის ქალაქ შევენინგენში იმყოფება და Sport 1 Open 2014-ში (საპრიზო ფონდი 42 500 დოლარი) ჩაებმება. პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს ეთამაშება.

0.12065