ქართველ ჩოგბურთელ სოფო ქვაცაბაიას თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ტურნირის მოგებამდე ცოტა დააკლდა.
ქვაცაბაიამ 4 გამარჯვება იზეიმა და ფინალამდე მხოლოდ 1 სეტი დათმო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ რუმინელ პატრისია მარია ტიგთან 3:6, 2:6 წააგო.
შეგახსენებთ, რომ ანტალიის ტურნირში ძალებს მე-3 განთესვის მქონე ეკატერინე გორგოძეც სცდიდა, თუმცა, მეოთხედფინალში სლოვაკ ლენკა ჟურიკოვას ვერ გაუმკლავდა – 2:6, 3:6.