თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაწყებულ მორიგ 10-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო სოფო ქვაცაბაიამ.
ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელი ჩემრე ანილი 6:3, 6:0 დაამარცხა და მერვედფინალში მე-7 ნომრად განთესილ შვედ სუსან ჩელიკს ეთამაშება.
სამწუხაროდ, წარუმატებლობა შეემთხვა ეკატერინე გორგოძეს. მან ჰოლანდიელ ჯეინი შეეპენსთან 5:7, 1:6 წააგო.
წყვილებში მე-2 რიტინგის მქონე ქართველებმა თურქებს – გიზემ მელისას და ესენ კოკჩეს 6:3, 6:0 სძლიეს და მეოთხედფინალში ტაივანელ პეი-ჩი ლის და ამერიკელ ტინა ტეჰრანის გაეჯიბრებიან.