ჩოგბურთი

23:21 | 21.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიამ და გორგოძემ ფინალის საგზური მოიპოვეს

ქართველი ჩოგბურთელების – სოფო ქვაცაბაიას და ეკატერინე გორგოძის წყვილი, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირზე მე-3 ნომრადაა განთესილი, ფინალში გავიდა.

გორგოძემ და ქვაცაბაიამ ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილ თურქ ბასაკ ერაიდინს და ჩეხ ბარბორა კრეიჩიკოვას 6:3, 6:4 სძლიეს.

გადამწყვეტ მატჩში ქართველები მე-2 რეიტინგის მქონე სერბ ნატალია კოსტიჩს და სლოვაკ ჩანტალ სკამლოვას ეთამაშებიან, რომელთაც რუსი კსენია ლიკინა და ყირგიზი კსენია პალკინა 6:1, 3:6, 10:8 დაამარცხეს. 

0.115575