სოფო ქვაცაბაია ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ფინალში ითამაშებს.
მე-2 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში “უაილდ ქარდის” მქონე რუსი იულია ბრიზგალოვა 6:2, 6:3 დაამარცხა და გადამწყვეტ შეხვედრაში მე-8 რეიტინგის მქონე უზბეკ ვლადა ეკშიბაროვას გაეჯიბრება.
შეგახსენებთ, რომ ქვაცაბაიამ გასულ კვირაში ასტანაშივე გამართული ერთი 10-ათასიანი ტურნირი უკვე მოიგო და მაშინ ხსენებულ ეკშიბაროვას მეოთხედფინალში სძლია – 6:2, 1:6, 6:2.
ასტანაშივე ვაჟთა 10-ათასიან ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშა გიორგი ცივაძე, რომელმაც ასპარეზობა ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო.
ქართველმა ჩოგბურთელმა მე-3 ნომრად განთესილ