ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის საწყის რაუნდში მე-8 ნომრად განთესილი სოფო ქვაცაბაია კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ რუმინელ დიანა ბუზეანს დაუპირისპირდა და 2:6, 2:6 დამარცხდა.
თავის მხრივ, ჯერაც ჩასატარებელი აქვს პირველი წრის შეხვედრა მე-2 განთესვის მქონე ეკატერინე გორგოძეს. მისი მეტოქე ბელარუსი დარია საპოგოვა იქნება.
წყვილებში მე-4 ნომრად განთესილმა გორგოძემ და ჩეხმა მარტინა პრადოვამ თურქულ დუეტს (გიზემ მელისა ატესი-ირემ ტალია კოკენი) 6:0, 6:3 სძლიეს და მეოთხედფინალში რუმინელ ბიანკა ჰინჩუს და იაპონელ კიოკა ოკამურას გაეჯიბრებიან.
ანტალიაშივე ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირის საწყის წრეში გერმანელ მარვინ ნეტუშილს ეთამაშება მე-3 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი.