კალათბურთი

21:38 | 5.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქუთათურებმა სტუდენტები მატჩის ეპილოგში “ჩაჭრეს”

 

პლეი ოფში მოსახვედრად მებრძოლი გუნდების დაპირისპირება შედგა ქუთაისში, სადაც ადგილობრივმა საკალათბურთო გუნდმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლა. მართალია, ორივეს პრაქტიკულად განაღდებული აქვს პლეი ოფში მოხვედრა, მაგრამ საკითხავია, რომელ ადგილზე გავლენ ისინი. მოგეხსენებათ, სწორედ ამის მიხედვით გაირკვევა პლეი ოფში მათი მეტოქეების ვინაობაც.

შეხვედრა ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო და პირველმა მეოთხედმა რიონისპირელების დომინირებით ჩაიარა. ქუთათურთა მთავარმა მწვრთნელმა საქმეში ახალგაზრდა კალათბურთელებიც ჩართო. მეოთხედი კი მასპინძლებმა 20:12 მოიგეს.

მეორე პერიოდში სტუდენტებმა ხისტ დაცვას მიმართეს და შეტევაშიც მოწინააღმდეგეზე უკეთ ამოქმედნენ. უსტიაშვილმა თამაშში ისევ ძველი გვარდია ჩართო, მაგრამ აღამფრენით მოთამაშე სტუდენტების შეჩერება დროის ამ მონაკვეთში ვერ მოახერხეს. მალე სტუმრებმა ანგარიშში ჩამორჩენა აღმოფხვრეს და წინ გასვლაც მოახერხეს. მათ ამის გაკეთება გუნდური თამაშის ხარჯზე შეძლეს. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ბერუაშვილი, ხიზანიშვილი და ჩქარეული. ფარზე კარგად ბრძოლობდა ასელაინი. სწორედ ამ კალათბურთელების აქტიურობით შეძლეს პირველი ტაიმის თავის სასარგებლოდ დასრულება სტუდენტებმა - 28:31.

ერთი შეხედვით ქუთაისელთათვის მოულოდნელი ანგარიში მესამე პერიოდში კიდევ გაუარესდა და ერთი მომენტ სტუმრების უპირატესობამ 8 ქულასაც კი უწია, თუმცა მასპინძლებმა მათიაშვილის და ფაშაევის შედეგიანი თამაშის წყალობით, შეძლეს, რომ სტუდენტები დიდი ანგარიშით წინ არ გასულიყვნენ. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს რიჩარდ მათიაშვილის ბრწყინვალე გარჯა, რომელმაც საბოლოოდ 31 ქულას და 16 მოხსნას მოუყარა თავი. მის გარდა ორმაგი დუბლი შეხვედრაში თბილისელთა კალათბურთელებმა ასელაინმა და ბერუაშვილმა შეარულეს. აფრიკელ ლეგიონერს აქტივში 12 ქულა და ამდენივე მოხსნა დაუგროვდა, ხოლო ბერუაშვილმა 11 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

მესამე მეოთხედი სტუმართა მინიმალური უპირატესობით, ხოლო საერთო ჯამში სტუდენტთა ოთხქულიანი წინსვლით აღინიშნა.

დასკვნითი მეოთხედის პირველი ნახევრის განმავლობაში სტუმრები კვლავ ლიდერობდნენ, მაგრამ მატჩის ეპილოგში ქუთათურებმა იმძლავრეს და მეტოქეს ბოლო ხუთი წუთი 22:5 მოუგეს და საბოლოოდ 10 ქულით - 73:63 დაამარცხეს. სტუდენტთა ძალისხმევის გატეხვაში ისევ მათიაშვილმა შეიტანა გადამწყვეტი როლი, თუმცა “რიჩოს” მხარი კარგად აუბეს ფაშაევმა და გიორგი ბარბაქაძემ.

აქვე, ქუთაისელთა წარმატების კიდევ ერთ ფაქტორზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება. სამი პერიოდის განმავლობაში ინერტულად ისხდნენ ტრიბუნებზე “ქუთაისის” ფანები, რომლებმაც საკუთარ გუნდს ჩვეულად, ენერგიულად და ომახიანად მხოლოდ დასკვნით მეოთხედში უქომაგეს. შედეგმაც არ დააყოვნა და “ქუთაისის” ეს გამარჯვება გარკვეულწილად ფანების აქტივშიც უნდა ჩაიწეროს.

ქ. ქუთაისი ქუთაისი 73 - 63 თსუ 05.04.13, 18:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
ქუთაისი 20 8 18 27 73
თსუ 12 19 19 13 63
ქუთაისი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ზაურ ფაშაევი 34:03 3 8 37.5 1 4 25 5 6 83.3 0 4 4 3 2 2 1 0 14
6 თეიმურაზ ბაბუნაშვილი * 18:36 0 5 0 1 2 50 0 0 0 1 0 1 1 1 2 0 0 3
7 რევაზ დიდია * 33:21 0 4 0 2 7 28.6 0 0 0 1 7 8 6 3 1 0 1 6
8 ლევან გრძელიძე 07:28 1 1 100 0 2 0 0 0 0 0 2 2 0 0 0 0 0 2
9 ბუბა კვიმსაძე * 26:32 0 3 0 0 4 0 1 2 50 0 4 4 5 2 1 1 0 1
10 ნოდარ მესხი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 გიორგი კილაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
14 ავთანდილ ლომინაშვილი 06:01 0 0 0 0 0 0 0 2 0 0 2 2 0 1 0 0 1 0
15 გიორგი ბარბაქაძე * 33:21 2 3 66.7 3 6 50 1 2 50 2 5 7 4 1 0 0 0 14
21 ვიქტორ კოღუაშვილი 06:39 1 2 50 0 0 0 0 1 0 2 0 2 0 0 1 0 0 2
23 რიჩარდ მათიაშვილი * 33:59 11 15 73.3 0 0 0 9 12 75 7 9 16 0 4 4 2 2 31
1 5 6 0 0 0 1 0 0
18 41 43.90 7 25 28.00 16 25 64.00 14 38 52 19 14 12 4 4 73
 
თსუ
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გივი ბაქრაძე * 30:01 1 7 14.3 0 1 0 2 4 50 0 3 3 6 1 3 2 1 4
5 სერჟი ასელაინი * 32:51 5 13 38.5 0 0 0 2 4 50 5 7 12 1 3 1 1 0 12
7 დავით მჭედლიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
9 თეიმურაზ თავამაიშვილი 05:31 2 3 66.7 0 0 0 0 0 0 1 0 1 1 1 0 0 0 4
11 გიორგი ხანიაშვილი 19:22 3 10 30 0 1 0 0 1 0 0 0 0 2 5 1 0 0 6
12 ირაკლი კობიძე * 12:43 2 2 100 0 0 0 1 2 50 0 4 4 0 5 0 0 0 5
13 გიორგი ვახანია 11:06 1 1 100 0 0 0 0 0 0 0 1 1 3 0 0 0 0 2
15 ნიკა ბაქრაძე 03:21 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 3 3 0 0 0 0 0 0
22 ვასილ ბერუაშვილი * 36:13 3 9 33.3 1 5 20 2 3 66.7 2 9 11 3 2 2 1 2 11
23 ვახტანგ ჩქარეული * 28:18 2 7 28.6 2 5 40 0 0 0 1 0 1 3 2 1 3 0 10
24 დავით ხიზანიშვილი 20:34 1 4 25 2 4 50 1 2 50 1 4 5 2 3 0 1 0 9
4 0 4 0 0 0 1 0 0
20 56 35.71 5 16 31.25 8 16 50.00 14 31 45 21 22 9 8 3 63
 


მსაჯები:მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე, გურამ მიქელაძე

კომისარი:თენგიზ ქიქოძე

 

სატურნირო მდგომარეობა
  გუნდი მ/წ. ბურთები ქულა
1 შსს აკადემია 18 16 / 2 1473 / 1188 34
2 ოლიმპი 18 15 / 3 1570 / 1296 33
3 არმია 19 14 / 5 1688 / 1281 33
4 რუსთავი 19 13 / 6 1627 / 1408 32
5 ქუთაისი 19 11 / 8 1506 / 1375 30
6 დინამო 17 11 / 6 1330 / 1258 28
7 თსუ 20 6 / 14 1392 / 1601 26
8 სოხუმი 17 7 / 10 1320 / 1396 24
9 ბათუმი-რსუ 19 5 / 14 1318 / 1561 24
10 თსსუ 18 2 / 16 1170 / 1630 20
11 სტუ 18 1 / 17 1188 / 1588 19

 


http://www.superleague.ge/-ს სტატისტიკური მონაცემები

0.327625