თამაშის დაწყებიდან მესამე პერიოდის დასასრულამდე, ბათუმელთა საკალათბურთო კოლექტივი ამარცხებდა ქუთაისელ კალათბურთელებს. სწორედ, მესამე მეოთხედის მიწურულს, გიგი ბარბაქაძის ზუსტმა სამქულიანმა რიონისპირელებს ანგარიში გაათანაბრებინა - 61:61. მატჩის დასკვნითი ნაწილი სტუმართათვის ფატალურად უიღბლო გამოდგა. ბოლო მეოთხედის დაწყებისთანავე, ბათუმელთაგან საუკეთესომ, ჯერემი სეფოლდმა ორქულიანით უკანასკნელად დააწინაურა საკუთარი გუნდი – 61:63. ამის შემდეგ, ქუთათურებმა მეტოქეს 15:0 გაქცევა მოუწყვეს და 76:63 დაწინაურდნენ. ცოტა ხანში კი, ტაბლოზე 84:64 იყო დაფიქსირებული “ქუთაისის” სასარგებლოდ. ბუნებრივია, მასპინძლებს მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ - 90:73.
არადა, ამ სხვაობის მიუხედავად, ვერავინ იტყვის, რომ “ქუთაისმა” ზღვისპირელებთან იოლ გამარჯვებას მიაღწია. აჭარლები თავიდანვე მეტოქეზე აქტიურად გამოიყურებოდნენ და ბოლო პერიოდამდე კიდეც ლიდერობდნენ. ბათუმელთაგან განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ ზემოთ ნახსენები სეფოლდი და ჯუნიორ ქედუგინი. ორივემ იმერთა ქალაქში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა, რასაც ვერ ვიტყვით მათ თანამემამულე ჯეიმი ჯექსონზე, რომელიც დაცვაში ნორმალურად კი გამოიყურებოდა, მაგრამ შეტევაში აშკარად არ მისდიოდა თამაში. პირველ პერიოდში სტუმართა კარგ და შედეგიან თამაშს, მასპინძელთაგან გიორგი ცეკვავა დაუპირისპირდა ზუსტი ტყორცნებით. მხურვალე ქომაგობის მიუხედავად, ქუთათურებმა მეოთხედი 16:22 დათმეს. მეორე პერიოდში შედარებით თანაბარი თამაში მიდიოდა გარდამავალი უპირატესობით. მოწინაღმდეგენი რამდენიმეწუთიან მონაკვეთებს იასპარეზებდნენ დიდებულად, რასაც მოჰყვებოდა მცირე “ჩავარდნები”. საწყისი მეოთხედის მსგავსად, დიდებულად გამოიყურებოდნენ “ბათუმი-რსუ”-ს ლიდერები ქედუგინი და სეფოლდი. მათი შეჩერება მასპინძლებს ძალიან უჭირდათ. ოკეანისგაღმელები შორი და საშუალო დისტანციებიდან “ბომბავდნენ” ქუთაისელთა ფარს, თუმცა ერთი რამ იყო აღსანიშნავი. ამერიკულ დუეტს, თანაგუნდელთაგან რეალურად მხარს, თითქმის ვერავინ უმაგრებდა. ბუნებრივია, მთელი მატჩის განმავლობაში ასე ვერ გაგრძელდებოდა და მესამე პერიოდის მიწურულს ეს ნათლად გამოჩნდა.
მესამე მეოთხედის პირველ ნაწილში, მოედანზე ისევ სტუმრები დომინირებდნენ. პერიოდის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, ისინი 8-ქულიანი უპირატესობითაც კი იყვნენ წინ - 58:50, მაგრამ ზემოთ აღწერილი მოვლენების შემდეგ, ბათუმელებმა მატჩის ეპილოგი ჩააგდეს და დარჩენილ დროში მეტოქესთან 15:40 წააგეს. შესაბამისად, ქუთაისელებმა საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან დამაჯერებლად იმარჯვეს.
რა თქმა უნდა, ბათუმელთა მარცხის უპირველესი მიზეზი მოკლე სათადარიგოთა სკამი გახლავთ, თუმცა აქვე ისიც უნდა დავძინოთ, რომ ზღვისპირელებმა საშინლად ისროლეს საჯარიმო ხაზიდანაც. მათ 13 მცდელობიდან, სულ რაღაც 4-ჯერ შეძლეს ჩაგდება. სტუმართაგან ორმაგ დუბლთან ახლოს იყო სეფოლდი – 24 ქულა და 9 მოხსნა, ქედუგინის ანგარიშზე 19 ქულაა. რაც შეეხება მასპინძლებს, მთელმა გუნდმა ნორმალურად ითამაშა და საჭირო დროს ყველამ გამოიჩინა თავი სიზუსტით, მაგრამ მათგან აშკარად საუკეთესო, აზერბაიჯანელი ლეგიონერი ზაურ ფაშაევი გახლდათ, რომელმაც განსაკუთრებით მაღალ დონეზე მეორე ტაიმი ჩაატარა და თავისი გუნდის გათამაშებაში ლომის წილი დაიდო. საერთო ჯამში, ფაშაევმა 29 ქულასა და 7 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი, რითაც მოედანზე მყოფთაგან აშკარად საუკეთესო იყო. ასევე აღსანიშნავია აკაკი დვალიშვილის ორმაგი დუბლი. ქუთაისელთა ტანმაღალმა კალათბურთელმა 15 ქულას და 13 მოხსნას მოუყარა თავი. ასევე განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ტრადიციულად “ქუთაისის” გუნდის “მეექვსე” მოთამაშე – ერთგული გულშემატკივრები, რომლებმაც გულმხურვალედ უქომაგეს თავიანთ საყვარელ გუნდს და გამარჯვების სიხარულიც მოთამაშეებთან ერთად გაიზიარეს.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||

დასაბეჭდი ვერსია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები |