სუპრელიგის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა “ქუთაისი-2010”-მა, რომელიც ზედიზედ მესამე სეზონია ნახევარფინალს მიღმა არ რჩება, 2013-14 წლების სეზონისთვის, გუნდის დაკომპლექტება დაასრულა.
ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” გუნდის მთავარმა მწვრთნელომა მალხაზ კოხრეიძემ განუცხადა.
გთავაზობთ “ქუთაისი-2010”-ის შემადგენლობას, სადაც 12 კალათბურთელია შეყვანილი. ესენი არიან: გოგა ცეკვავა, ზაურ ფაშაევი, ლევან გრძელიძე, გიგი ბარბაქაძე, დავით ბარბაქაძე, რევაზ დიდია, უჩა გამრეკლიძე, გიორგი ცირეკიძე, ავთანდილ ლომინაშვილი, აკაკი დვალიშვილი, ნოდარ მესხი, დიმიტრი დვალიშვილი.
მთავარი მწვრთნელი – მალხაზ კოხრეიძე
პრეზიდენტი – კონსტანტინე ჭეიშვილი
სპორტული დირექტორი – ლომერ ახვლედიანი
შეგახსენებთ, რომ გუნდი, სხვადასხვა მიზეზით, მთავარმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა, სპორტულმა დირექტორმა თენგიზ ბიბიჩაძემ და მოედნის მოთამაშეებმა: ბუბა კვიმსაძემ, თეიმურაზ ბაბუნაშვილმა (ორივე “არმია”) და რიჩარდ მათიაშვილმა (“ოლიმპი”) დატოვეს.
მთავარ მწვრთნელ კოხრეიძესთან ერთად, გუნდს ცეკვავა (“რუსთავი”), ცირეკიძე (“ოლიმპი”) და დიმიტრი დვალიშვილი (სტუ) დაუბრუნდნენ.
“ქუთაისი-2010”-ის ბავშვთა გუნდიდან გამრეკლიძე აიყვანეს. რაც შეეხება აკაკი დვალიშვილს, მას “ქუთაისი-2010”-ში აქამდე არასდროს უთამაშია _ ბოლოს, ქვეყნის ვიცე ჩემპიონსა და სუპერთასის მფლობელ “ოლიმპში” გამოდიოდა.