ფეხბურთი

16:39 | 9.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისში თამაში ჩაიშალა

 

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში, ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” შორის, 58-ე წუთზე, როცა “დინამო” 2:0 იგებდა, მინდორზე მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა დიდი ჯგუფი შეცვივდა, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდა ასაკის “ქომაგები” იყვნენ. ჯერ “დინამოს” ფეხბურთელებზე გაიწიეს და შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, შემდეგ კი კარს უკან “დინამოს” ფანკლუბისკენ გინებით და ქვების სროლით გაიქცნენ. პასუხად სტუმარმა ქომაგებმა პლასიკური სკამები დააყარეს მასპინძლებს. მალე სამართალდამცავებმა განმუხტეს სიტუაცია. ამ წუთებში მოშუღარნი სტადიონის გარე პერიმეტრზე იმყოფებიან. მატჩი ორივე გუნდის თანხმობით შეწყდა.

0.125638