კალათბურთი

19:51 | 13.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ქუთაისმა” პრინციპული მოიგო, “არმია” და “დინამო” დაუმარცხებლად მიდიან

 საქართველოს სუპერლიგის მორიგი, მეხუთე ტური შუა კვირაში, დღეს და ხვალ ტარდება და 4 მატჩიდან გულშემატკივართა განსაკუთრებით ინტერესს “შსს აკადემია”-“ქუთაისის” და “ბათუმი რსუ”-“სოხუმის” დაპირისპირება იწვევს. ბათუმელები და სოხუმელები ერთმანეთის პირისპირ 14 ნოემბერს აჭარის დედაქალაქში წარსდგებიან, აკადემიელებმა და ქუთაისლებმა კი დღეს თბილისის სპორტის სასახლეში შეკრებილ მაყურებელს მიმზიდველი ორთაბრძოლა გვანახეს.

დრაგან პეტრიჩევიჩისა და მალხაზ კოხრეიძის გუნდების შეხვედრა მოლოდინისამებრ დაძაბულად წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიელები მასპინძლის რანგში თამაშობდნენ, ერთმანეთთან კარგად შეთამაშებული რიონისპირელები მაინც ფავორიტებად ითვლებოდნენ. “ქუთაისის” მდგომარეობას კი ის ამძიმებდა, რომ გუნდმა გასულ პარასკევს მეტად მძიმე მატჩი ჩაატარა ბათუმში, კვირას მისმა 4 მოთამაშემ (ლევან გრძელიძე, გიორგი ცირეკიძე, რევაზ დიდია, ავთო ლომინაშვილი) საერთაშორისო სტუდენტურ ლიგაში იასპარეზა და გუნდმა დღევანდელი დაპირისპირების წინ ერთი სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარებაც ვერ მოასწრო.

მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ “ქუთაისს” სამქულიანები არ წაუვიდა, გუნდი საწყისი 2 პერიოდის განმავლობაში ანგარიშში ერთთავად წინ იყო. პირველ ნახევარში განსაკუთრებით აკაკი დვალიშვილისა და დავით ბარბაქაძის გარჯა უნდა გამოვარჩიოთ. ქუთაისელთა ახალწვეულმა მეფარემ დიდ შესვენებამდე 15 ქულა გააკეთა და 4 მოხსნას ერთი დაფარებაც მიამატა. ამასთან, დვალიშვილმა შვიდივე ორქულიანი ზუსტად მოათავსა მეტოქის კალათში. ბარბაქაძე-უფროსს რაც შეეხება, მან განსაკუთრებით ნაყოფიერად მეორე მეოთხედის შუაწელში ითამაშა, როდესაც ზედიზედ 8 ქულა გააკეთა (მიჯრით 4 ორქულიანი ჩააგდო) და დიდი როლი შეასრულა თავისი გუნდის საპირველტაიმო წარმატებაში 38:31. “შსს აკადემიას” რაც შეეხება, გუნდმა ორჯერ მოახერხა ქულათა დეფიციტის მინიმუმამდე დაყვანა, მაგრამ ანგარიშის გაყაიმება და წინ გასვლა ვერა და ვერ მოახერხა. არადა, რამდენიმე ეპიზოდში მასპინძლებს ისეთი ბურთები “ამოუვარდათ” კალათიდან, ფორტუნა მათ მხარეს ნამდვილად არ იყო...

მესამე პერიოდი “შსს აკადემიამ” უფრო სოლიდურად ჩაატარა, გუნდმა წინ გასვლა მოახერხა, მაგრამ სტუმრებმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს და ცხადი გახდა, გამარჯვებულის ვინაობა დასკვნით მეოთხედში რომ გაირკვეოდა. მეოთხე პერიოდში აკადემიელებმა გაიბრძოლეს, მაგრამ ქუთაისელთაგან ამჯერად გიორგი ბარბაქაძემ და ავთო ლომინაშვილმა გაიბრწყინეს და სტუმრებმა საქმე საბოლოო წარმატებამდე მიიყვანეს. დრო და დრო, “ქუთაისი” 11 ქულით იყო დაწინაურებული, “შსს აკადემია” სხვაობის შემცირებას ახერხებდა, მაგრამ რიონისპირელები კვლავ ივსებდნენ ქულათა მარაგს და სწორედ 11 პუნქტიანი სხვაობით მოიგეს. გამარჯვებულთაგან 4 კალათბურთელის კარგი თამაში ვახსენეთ, თუმცა, არ ვიქნებით ობიექტურები თუკი ზაურ ფაშაევის, ლევან გრძელიძის, რევაზ დიდიასა და გოგა ცეკვავას ნაყოფიერ ასპარეზობასაც არ ვახსენებთ.

“შსს აკადემიის” მონდომებული მცდელობის მიუხედავად, “ქუთაისმა” სავსებით დამსახურებული 2 ქულა ჩაიწერა აქტივში – სტუმრებმა მასპინძლებს მოხსნების, შედეგიანი პასების რაოდენობით, აგრეთვე ორქულიანების რეალიზაციის პროცენტითაც საგრძნობლად აჯობეს.

დღეს გამართულ დანარჩენ შეხვედრებს რაც შეეხება, ფავორიტებმა “დაგეგმილი” მოგებები იზეიმეს. “ოლიმპმა” მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწია სათანადო წინააღმდეგობა “არმიას”, ხოლო წამყვანი გამთამაშებლის ლაშა გამყრელიძის გარეშე მოთამაშე “დინამომ” სუპერლიგის დებიუტანტ “მაკაბისთან” საწყისსავე მეოთხედში “გაარკვია ურთიერთობა”. 

სუპერლიგის მეექვსე ტურში ერთმანეთს შეხვდებიან

22 ნოემბერი

“ბათუმი-რსუ” – “რუსთავი”

“ქუთაისი” – “ოლიმპი”

24 ნოემბერი

“დინამო” – “შსს აკადემია”

“სოხუმი” – “მაკაბი” 

 

ქ. თბილისი ოლიმპი 73 - 96 არმია 13.11.13, 14:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
ოლიმპი 22 8 18 25 73
არმია 23 31 22 20 96
ოლიმპი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ირაკლი გულისაბედაშვილი * 15:54 0 0 0 1 2 50 0 0 0 1 2 3 1 1 0 0 0 3
5 ბექა ნადირაძე 09:48 1 3 33.3 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 0 0 0 0 2
6 გეგი ბაქრაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
7 ირაკლი მიქელაძე * 12:47 0 1 0 0 3 0 1 2 50 1 0 1 2 1 2 1 0 1
8 ტარიელ თავართქილაძე 26:16 0 1 0 1 4 25 0 2 0 1 2 3 2 1 1 1 0 3
9 ნოდარ გოგოძე 21:20 2 5 40 4 7 57.1 2 6 33.3 0 4 4 2 3 0 0 0 18
10 გიორგი ხანიაშვილი 22:57 7 11 63.6 0 2 0 3 4 75 2 3 5 2 1 1 0 1 17
11 ნოდარ თენიეშვილი * 19:29 1 2 50 0 4 0 0 4 0 1 1 2 2 2 3 1 2 2
13 რევაზ ათანელიშვილი * 34:21 3 8 37.5 0 4 0 6 9 66.7 2 8 10 3 2 2 0 0 12
21 თემურ ფხაკაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
24 დავით ხიზანიშვილი * 20:25 0 0 0 3 7 42.9 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 9
30 ირაკლი ლომიძე 16:43 3 5 60 0 1 0 0 0 0 0 2 2 0 0 1 0 0 6
5 2 7 0 0 0 0 0 0
17 36 47.22 9 34 26.47 12 27 44.44 14 24 38 14 11 11 3 3 73
 
არმია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 თეიმურაზ ბაბუნაშვილი 26:22 2 4 50 2 6 33.3 1 1 100 2 2 4 6 1 3 1 0 11
5 ზვიად ბაბიაშვილი 19:01 6 8 75 1 5 20 0 0 0 7 2 9 1 0 1 1 0 15
6 ანატოლი ბოისა * 20:27 0 2 0 2 8 25 0 0 0 0 2 2 0 2 0 0 0 6
7 მიხეილ ბერიშვილი * 20:55 1 2 50 1 1 100 0 0 0 0 5 5 2 2 2 0 1 5
8 ვაჟა ჯანაშია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
9 ბუბა კვიმსაძე * 22:15 2 4 50 1 4 25 0 0 0 0 6 6 3 4 1 1 0 7
11 გიორგი ჯგერენაია * 15:46 7 13 53.8 0 0 0 2 3 66.7 4 1 5 1 4 0 2 0 16
13 ბექა წივწივაძე 22:54 0 2 0 3 5 60 0 0 0 1 5 6 7 3 2 0 1 9
14 ჟოლივეტ ტუჯანი 20:59 2 7 28.6 0 0 0 0 1 0 5 4 9 2 4 1 0 0 4
23 გიორგი შარაბიძე * 18:02 4 5 80 2 4 50 2 2 100 2 4 6 0 3 1 1 1 16
33 ტატო ჩაჩიბაია 07:07 2 2 100 0 1 0 0 0 0 1 3 4 1 3 3 0 0 4
55 ირაკლი კეიდია 06:12 0 1 0 1 4 25 0 0 0 1 0 1 0 1 0 0 0 3
3 2 5 0 0 0 0 0 0
26 50 52.00 13 38 34.21 5 7 71.43 26 36 62 23 27 14 6 3 96
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, დავით ბერეკაშვილი, გია მოლოდინაშვილი

კომისარი: როლანდ ხომერიკი

 

ქ. თბილისი შსს აკადემია 64 - 75 ქუთაისი 13.11.13, 16:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
შსს აკადემია 15 16 18 15 64
ქუთაისი 18 20 15 22 75
შსს აკადემია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
5 თორნიკე ქიტოშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
6 ბექა ჩიკვილაძე * 32:28 3 5 60 1 5 20 5 8 62.5 1 3 4 4 1 2 2 0 14
7 ლექსო ლაფანაშვილი 07:54 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 1 0 0 0 0
8 მერაბ ბოქოლიშვილი * 35:20 5 8 62.5 0 1 0 4 5 80 0 5 5 4 1 3 2 0 14
9 ილია ლონდარიძე * 31:08 5 13 38.5 0 1 0 4 4 100 2 5 7 1 2 3 0 0 14
11 ლერი კვანტალიანი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
15 ლევან ლოლიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
20 აკაკი ლომოური * 13:29 0 1 0 0 5 0 0 0 0 0 1 1 0 1 1 1 0 0
22 დავით უგრეხელიძე 27:29 5 7 71.4 0 0 0 0 0 0 8 3 11 1 3 1 1 1 10
23 შოთა გელაზონია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
30 რევაზ როგავა * 36:21 1 6 16.7 1 6 16.7 5 5 100 0 3 3 4 3 3 1 0 10
33 კოკა ტომარაძე 15:51 1 2 50 0 3 0 0 0 0 1 2 3 1 2 0 1 0 2
1 2 3 0 0 0 0 0 0
20 42 47.62 2 21 9.52 18 22 81.82 13 25 38 15 14 13 8 1 64
 
ქუთაისი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ზაურ ფაშაევი * 31:29 0 2 0 1 3 33.3 2 2 100 1 6 7 5 0 2 2 0 5
6 ლევან გრძელიძე 19:35 2 2 100 1 3 33.3 0 0 0 0 0 0 3 4 0 1 0 7
7 რევაზ დიდია * 26:01 1 1 100 0 6 0 0 0 0 2 2 4 5 2 2 0 1 2
8 ლევან ცეკვავა * 28:56 2 7 28.6 0 6 0 0 0 0 2 6 8 6 4 4 3 0 4
9 დიმიტრი დვალიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
10 ნოდარ მესხი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
12 გიორგი ცირეკიძე 04:27 0 1 0 0 1 0 0 0 0 0 1 1 0 0 1 0 0 0
13 დავით ბარბაქაძე * 19:13 8 10 80 0 4 0 0 0 0 4 3 7 2 1 2 1 0 16
14 ავთანდილ ლომინაშვილი 07:52 3 4 75 0 0 0 2 2 100 0 3 3 0 1 0 0 0 8
15 გიორგი ბარბაქაძე 30:31 4 6 66.7 1 2 50 0 0 0 3 2 5 2 2 3 0 0 11
21 აკაკი დვალიშვილი * 31:56 10 12 83.3 0 0 0 2 5 40 3 6 9 1 3 3 1 1 22
22 ბექა ქორიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
0 1 1 0 0 0 0 0 0
30 45 66.67 3 25 12.00 6 9 66.67 15 30 45 24 17 17 8 2 75
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, გია მოლოდინაშვილი, გურამ მიქელაძე

კომისარი: როლანდ ხომერიკი

 

ქ. თბილისი მაკაბი 61 - 95 დინამო 13.11.13, 18:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
მაკაბი 9 9 19 24 61
დინამო 27 26 21 21 95
მაკაბი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი ტეტელაშვილი * 26:18 4 7 57.1 0 0 0 0 0 0 4 4 8 2 1 2 0 2 8
5 გელა გულმაგარაშვილი 05:08 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 2 2 1 0 0 0 0 0
6 სანდრო მეგენეიშვილი * 30:43 2 5 40 0 2 0 0 0 0 0 6 6 5 0 6 0 0 4
7 ლევან სულაბერიძე 17:29 2 5 40 0 0 0 2 2 100 3 2 5 0 2 2 0 0 6
8 ლაშა ელბაქიძე 02:51 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 1 1 0 0 0 0
10 გუგა პატარაია 04:49 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0 0
11 ირაკლი სარიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
13 ირაკლი ბეშქენაძე * 22:57 2 2 100 0 0 0 0 0 0 1 1 2 1 2 1 0 2 4
15 ლევან რევაზაშვილი * 40:00 5 13 38.5 0 4 0 4 7 57.1 0 7 7 2 4 3 0 0 14
21 გიორგი ფერიაშვილი * 37:54 8 22 36.4 0 0 0 5 5 100 3 8 11 0 4 1 1 1 21
22 ოთარ ბუთხუზი 01:40 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
23 გიორგი ნანიტაშვილი 10:11 2 4 50 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 1 1 0 0 4
1 1 2 0 0 0 0 0 0
25 60 41.67 0 6 0.00 11 14 78.57 12 33 45 12 16 16 1 5 61
 
დინამო
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი გამყრელიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
5 იოსებ ლეჟავა 23:24 1 2 50 1 3 33.3 0 0 0 0 1 1 2 0 1 2 0 5
6 ქიენ კარტერი 22:16 5 12 41.7 1 3 33.3 3 7 42.9 5 4 9 1 1 0 1 0 16
7 ბესიკ ლეჟავა * 22:52 2 4 50 4 10 40 0 0 0 2 4 6 6 0 0 1 0 16
8 გიორგი ვახანია 10:00 1 3 33.3 1 2 50 0 0 0 0 1 1 2 1 0 0 0 5
9 იოსებ ბიბილური 05:36 1 2 50 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 1 1 0 0 2
10 ზეზვა ლილუაშვილი * 33:44 1 6 16.7 0 8 0 0 0 0 1 3 4 5 2 1 1 0 2
11 სტევან მილოშევიჩი * 12:08 4 8 50 0 0 0 4 4 100 1 0 1 0 0 0 0 0 12
12 მილოშ პესიჩი * 20:46 5 9 55.6 2 2 100 4 4 100 5 3 8 3 0 0 0 0 20
15 ზვიად ანთაძე * 20:25 3 4 75 0 1 0 0 0 0 1 5 6 0 3 1 2 1 6
20 გიორგი ორმოცაძე 18:05 2 5 40 1 2 50 0 1 0 4 2 6 1 2 0 2 0 7
35 გიორგი თვალაბეიშვილი 10:44 1 3 33.3 0 0 0 2 2 100 0 4 4 0 3 0 0 0 4
2 1 3 0 0 0 0 0 0
26 58 44.83 10 31 32.26 13 18 72.22 22 28 50 20 13 4 9 1 95
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, მიხეილ ვართანოვი, მიხეილ ანდღულაძე

კომისარი: თენგიზ ქიქოძე 

 

სატურნირო მდგომარეობა
  გუნდი მ/წ. ბურთები ქულა
1 არმია 5 5 / 0 427 / 311 10
2 ქუთაისი 5 4 / 1 458 / 344 9
3 დინამო 4 4 / 0 357 / 279 8
4 შსს აკადემია 4 2 / 2 291 / 287 6
5 ბათუმი-რსუ 4 2 / 2 346 / 337 6
6 ოლიმპი 4 1 / 3 314 / 343 5
7 მაკაბი 5 0 / 5 344 / 511 5
8 რუსთავი 4 0 / 4 224 / 351 4
9 სოხუმი 3 1 / 2 198 / 196 4

superleague.ge-ს სტატისტიკა

0.170543