ფეხბურთი

21:52 | 3.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისელთა რიგებში ჩვიდმეტი ახალწვეულია

თბილისის “ლოკომოტივიდან“ ქუთაისის “ტორპედოში“ 17 ფეხბურთელი ჩაირიცხა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იმერული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. ახალი სეზონიდან “ტორპედოს” მაისურით ითამაშებენ.

მეკარეები: ბექა ტყემალაძე (18 წლის), ბაჩო მიქავა (19).

მცველები: გიორგი გოროზია (18), რევაზ ჩიტეიშვილი (19), დავით მთივლიშვილი (18), გიორგი გაბაძე (18), გიორგი გურეშიძე (17), ნიკა წივწივაძე (17), ომარ პატარკაციშვილი (17).

ნახევარმცველები: მათე ცინცაძე (18), ერეკლე სულთანიშვილი (18), ლუკა კიკაბიძე (18), ჯემალ ყანჩაშვილი (18).

თავდამსხმელები: ალეკო მზევაშვილი (18), დავით ჯიქია (18), გიორგი დუმბაძე (17), დავით გუჯაბიძე (17).

ასევე ცნობილი გახდა, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ქუთაისურ კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი შეუწყდათ ლაშა შერგელაშვილს (12 მატჩი – 3 გოლი) და დათა რიგვავას (45 მატჩი), ხოლო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შედეგად ქუთაისურ გუნდში აღარ ითამაშებენ: გიორგი ონიანი (8 მატჩი – 1 გოლი) და ბიძინა ცინცაძე (არცერთი მატჩი).

“კლუბი მადლობას უხდის მცველებს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში”, - ნათქვამია “ტორპედოს” ვებ-გვერდზე.

თეგებიტორპედო
0.116304