თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს თასის გათამაშებაში 3 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით 2 მოჭადრაკე ლიდერობს: ნინო ხურციძე (2452) და კონსტანტინე შანავა (2578).
მე-3 ტურში ხურციძემ შავი ფიგურებით თამაზ მგელაძე (2213) დაამარცხა, ხოლო შანავამ თეთრებით სოფიო გვეტაძეს (2319) სძლია.
ლიდერებს 0.5 ქულით ჩამორჩებიან ირაკლი კელეპტრიშვილი (1969), ირაკლი ბერაძე (2379), ბაჩანა მორჩიაშვილი (2337), შოთა აზალაძე (2482) და გიორგი სიბაშვილი (2173).
მე-4 ტურში ხურციძე შანავას ეთამაშება, მორჩიაშვილი – აზალაძეს, ბერაძე – აზალაძეს, ბერაძე – კელეპტრიშვილს, ხოლო დავით ლომსაძე (2345) – სიბაშვილს.
შეგახსენებთ, რომ ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდება და 1-დან 9 დეკემბრამდე გასტანს. შეჯიბრის 43 მონაწილიდან 16 საერთაშორისო წოდების მქონე მოჭადრაკეა.
ტურნირის საპრიზო ფონდი 8 800 ლარს შეადგენს. პრიზები დაწესებულია მამაკაცთა, ქალთა და ასაკობრივ კატეგორიებში.