ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნებული “ქუინზ პარკ რეინჯერსი” ვეტერანი ინგლისელების – ფრენკ ლამპარდისა და რიო ფერდინანდის გადაბირებას არ აპირებს. ამის შესახებ ლონდონელთა აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ბერდმა განუცხადა ბრიტანულ მედიას.
“ეს ყველაფერი სპეკულაციებია და მეტი არაფერი. ლამპარდისა და ფერდინანდის ვარიანტებს არც კი განვიხილავთ. ორივე ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ ახლა სულ სხვა საკითხებზე ვმუშაობთ”, - განაცხადა ბერდმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონშიპის პლეი ოფში, ქპრ-მ “დერბის” 1:0 სძლია და პრემიერლიგის საგზური მოიპოვა. ლამპარდსა და ფერდინანდს, შესაბამისად, “ჩელსისთან” და “მანჩესტერთან” კონტრაქტები ივნისში ეწურებათ და თავისუფალი აგენტები ხდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ქპრ-ს თანამშრომლობა ორივე მათგანთან სურდა.