თვეების მიხედვით რომ ვითვლიდეთ, მარტის ჩემპიონი ბათუმის “დინამო” გამოვა. გუნდი, რომელიც ბევრმა ნაადრევად ჩამოწერა, “გაცოცხლდა” და შაბათს გასავარდნ ადგილსაც ერთი ქულით დაშორდა. გია გურულის შეგირდებმა მარტში სამივე მატჩი მოიგეს, 4 გოლი გაიტანეს და საკუთარში არცერთი მიუღიათ. ამის მიუხედავად, გურული ფრთხილობს და ამბობს: ჩვენთვის ყველა მატჩი ფინალივითაა, მაქსიმალურად ვეცდებით საშიშ ზონას თავი დავაღწიოთო.
ბათუმელებს ოდნავ ჩამორჩნენ თანაზღვისპირელი ფოთელები. “კოლხეთმა”, რომელსაც მარტამდე გამარჯვების გრაფაში ნული ეწერა, ზედიზედ 2 თამაში მოიგო და ადგილობრივი ქომაგი ააწრიალა - ვინძლო გავარდნას გადავრჩეთო. მართალია, სოსო ფილიას გუნდი “საუმაღლესლიგო ზონას” 12 ქულით ჩამორჩება, მაგრამ, თუ ასე გააგრძელეს, ვინ იცის.
ახლა ჩემპიონატის სისტემის ავ-კარგიანობაზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა. მაგალითისთვის მრავალჭირნახული “ზუგდიდი” გამოდგება, რომელიც ზამთრისკენ კინაღამ დაიშალა, მაგრამ მერე პატრონი ისევ გამოუჩნდა და თურქეთშიც კი გაემგზავრა შეკრებაზე. საშემოდგომო ეტაპის აღმოჩენა ს.კ. “ზუგდიდი” ქომაგებში თავისი ხასიათით დიდ სიმპათიას იწვევს, მაგრამ აი, დაიბევეს თავი პირველ ექვსეულში, გავარდნა აღარ ემუქრებათ და საგაზაფხულო ეტაპი ისე დაიწყეს, ნამდვილად რომ არ ეკადრებათ. თავად განსაჯეთ: 3 მატჩი და სამივე წაგება, 9 გაშვებული ბურთი და მხოლოდ 1 გატანილი. შაბათს გორში ნაწვნევი 0:6 კი გუნდის დამრიგებელ ელგუჯა ქომეთიანისთვის გამაოგნებელი გამოდგა: რა კომენტარი უნდა გავაკეთო ასეთი თამაშის შემდეგ? ფეხბურთელებს შანსს ვაძლევთ, რომ თავი გამოიჩინონ, მაგრამ რადგან უმაღლესი ლიგიდან არ ვვარდებით, “თავი ქუდში გვაქვსო”, იფიქრონ, ასე არ გამოვა. რადიკალური ზომებია მისაღები. პასუხისმგებლობას არ ვიხსნი, გადავწყვიტე გადავდგე. ზუგდიდში რომ ჩავალთ, დაველაპარაკები კლუბის ხელმძღვანელობას. თუმცა არც ისე მინდა გამოვიდეს, რომ გუნდი შუა გზაში მივატოვო, თუ ჩემი ალტერნატივა არ მოიძებნაო – განაცხადა ნამატჩევს ქომეთიანმა.
კვირას ქომეთიანი კლუბის ხელმძღვანელობას მართლაც შეხვდა, სადაც გადაწყდა, რომ ის მუშაობას კვლავ გააგრძელებს. დირექტორი მალხაზ ჭეჟია ამბობს: “ელგუჯა ქომეთიანის ადამიანურად მესმის. ის შეურაცხყოფილია იმ შედეგით, რაც გუნდმა აჩვენა გუშინ და საერთოდ, ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპზე, მაგრამ ვთვლი, რომ მისი წასვლით გუნდში სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება და მას, ჩემთან საუბრის შემდეგ, გადაწყვეტილება შევაცვლევინე. მიმაჩნია, რომ ჩვეულებრივად უნდა გააგრძელოს თავისი საქმიანობა, ვინაიდან გუნდში, დღეს არსებული კონტიგენტი თითქმის სრული შემადგენლობით მისი აღზრდილია და წარმატების ფორმულის გასაღებს, მასზე უკეთესად ვერავინ მოარგებს გუნდს. ფინანსურად და ინფრასტრუქტურით ჩვენზე ბევრად ძლიერ გუნდებში დანიშნული მწვრთნელები, ბრძოლისუნარიანი და ამბიციური გუნდის ჩამოსაყალიბებლად ხანგრძლივ პერიოდს ითხოვენ კლუბების ხელმძღვანელებისგან და ამიტომ, არანაირად არ ვიქნებით მართალი, ქომეთიანის გადაწყვეტილებისთვის თანხმობა რომ მივცეთ. რაც შეეხება ქომეთიანის გუშინდელ განცხადებას რადიკალურ ზომებთან დაკავშირებით, მას ერთობლივად აუცილებლად გავატარებთ გუნდში “.
წლევადელი სეზონის კიდევ ერთი აღმოჩენა საჩხერის “ჩიხურა” კი ნაბიჯ-ნაბიჯ მკვიდრდება სამეულში. აი, შაბათს ივანწმინდაში ჩემპიონ “ზესტაფონს” მინიმალური ანგარიშით მოუგეს და მესამე ადგილზე “ტორპედო” ჩაანაცვლეს. მარტში სოსო ფრუიძის ბიჭებსაც ჩინებული მაჩვენებელი აქვთ, 2 გამარჯვება და ფრე ქუთაისში “ტორპედოსთან”, რომელიც ასევე მათ აქტივში უნდა ჩაიწეროს.
“ტორპედო” ვახსენეთ და ქუთათურებმა მარტში სამივე შეხვედრა ფრედ დაამთავრეს, შაბათს კი ლიდერ თბილისის “დინამოსთან” ე.წ. “კლასიკოში” მშობლიური ქალაქის სტადიონის სავსე ტრიბუნებს მშვენიერი სანახაობა შესთვაზეს. სიტყვა “მშვენიერი” ვინმეს შესაძლოა, გადამეტებული ეჩვენოს, მაგრამ ქართულ სინამდვილეში ასეთი მატჩები მართლაც თითზე ჩამოსათვლელია და 8 500 ქომაგი შინაური ჩემპიონატის მატჩზე ხშირად გვინახავს? ეგ არის, ბოლოსკენ ერთი საკამათო ეპიზოდი მაინც მოხდა, რომელზეც საფეხბურთო საზოგადოებაში ალბათ კიდევ დიდ ხანს იკამათებენ. აი, რას წერს “მსოფლიო სპორტის” მიმომხილველი ზაზა ლეთოდიანი: “მატჩის ბოლო აკორდი და კულმინაცია ტორპედოელი ტუღუშის მომენტი იყო, როდესაც ახალგაზრდა ფორვარდმა ისარგებლა მეტოქის მცველთა “ჩავარდნით” და ლორიასთან პირისპირ გავიდა. საქართველოს ნაკრების და “დინამოს” კიპერმა დასაცავი ობიექტი დროულად დატოვა და ფორვარდს დარტყმის კუთხე შეუმცირა. ტუღუშმა დარტყმას მეკარის მოტყუება არჩია და გამოუვიდა კიდეც, მაგრამ მის წინ ორი მცველი იდგა. ტუღუშმა დაარტყა და ბურთი დინამოელ მცველს შაშიაშვილს მოხვდა. ტორპედოელებმა და ბუნებრივია, გუნდის ქომაგებმა ჩათვალეს რომ ბურთი თბილისელს ხელზე შეეხო, მაგრამ ხეცაძემ სხვაგვარად განსაჯა და ფეხბურთელებს თამაშის გაგრძელების უფლება მისცა. სტადიონზე პრესლოჟაში მყოფთ, საშუალება მოგვეცა განმეორებით გვენახა ეს მომენტი, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ ბურთს შაშიაშვილმა ხელით გადაუღობა გზა. ეს მომენტი ძალზე დინამიურად განვითარდა და ვერ გეტყვით, რეალურად რამდენად დაინახა არბიტრმა ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ ხეცაძის მიმართ უკმაყოფილებას “ტორპედოს” ქომაგთა მხრიდან ნაღდად ჰქონდა რეალური საფუძველი.”
I-VI ადგილებისთვის
დილა (გორი) – ზუგდიდი 6:0 (2:0)
გოლები: 1:0, 2:0 ირაკლი მოდებაძე (20, 25), 3:0 გიორგი ილურიძე (68), 4:0, 5:0 ბაჩანა არაბული (76, 86), 6:0 მიხეილ გორელიშვილი (90)
ჩიხურა (საჩხერე) – ზესტაფონი 1:0 (1:0)
გოლი: დავით ოდიკაძე (3)
ტორპედო (ქუთაისი) – დინამო (თბილისი) 1:1 (1:1)
გოლები: გიორგი ბერიაშვილი (29), 1:1 ჩისკო (44)
1 | დინამო (თბილისი) | 22 | 17 | 6 | 2 | 67:20 | 57 |
2 | დილა (გორი) | 25 | 18 | 2 | 5 | 44:16 | 56 |
3 | ჩიხურა (საჩხერე) | 25 | 15 | 5 | 5 | 39:22 | 50 |
4 | ტორპედო (ქუთაისი) | 25 | 14 | 6 | 5 | 42:19 | 48 |
5 | ზესტაფონი | 25 | 11 | 5 | 9 | 31:23 | 38 |
6 | ზუგდიდი | 25 | 10 | 5 | 10 | 28:38 | 35 |
26-ე ტური. 6 აპრილი: ზუგდიდი – ზესტაფონი, დინამო (თბ) – ჩიხურა, დილა - ტორპედო
VII_XII ადგილებისთვის
მერანი (მარტვილი) – კოლხეთი (ფოთი) 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ზამირ ჯანაშია (80)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:3 (1:1)
გოლები: 0:1 ირაკლი სიხარულიძე (30), 1:1 გიორგი ჯანელიძე (37), 2:1 ელგუჯა ლობჟანიძე (60), 2:2 რომან ახალკაცი (62), 2:3 ზვიად ლობჟანიძე (73)
სიონი (ბოლნისი) – დინამო (ბათუმი) 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 სანდრო გურული (64)
1 | მეტალურგი (რუსთავი) |
25 | 11 | 5 | 9 | 26:29 | 38 |
2 | მერანი (მარტვილი) | 25 | 7 | 3 | 15 | 24:39 | 24 |
3 | ვიტ ჯორჯია (თბილისი) | 25 | 5 | 7 | 13 | 17:36 | 22 |
4 | დინამო (ბათუმი) |
25 | 6 | 4 | 15 | 26:47 | 22 |
5 | სიონი (ბოლნისი) | 25 | 5 | 6 | 14 | 17:41 | 21 |
6 | კოლხეთი (ფოთი) |
25 | 2 | 4 | 19 | 14:45 | 10 |
26-ე ტური. 6 აპრილი: კოლხეთი – დინამო (ბთ), მეტალურგი – სიონი, მერანი – ვიტ ჯორჯია
მეგოლეები:
19 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)
17 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)
13 - საბა ლომია (“მერანი”)
12 – ალვარო (“დინამო” თბილისი)
10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)
8 - დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”)
7 - ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), დიმიტრი ტატანაშვილი (“მეტალურგი” / “დინამო” თბილისი)
6 – მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), ბესიკ ჩიმაკაძე (1, “ვიტ ჯორჯია” / “დინამო” ბათუმი), რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის), ლევან ხმალაძე, გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე (“ჩიხურა”), ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”), გიორგი ბერიაშვილი (“ტორპედო”)
5 - გიორგი კუხიანიძე (2), ელგუჯა გრიგალაშვილი (ყველა - “ტორპედო”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), ნიკო კვასხვაძე ("ჩიხურა"), რომან ახალკაცი (“დილა” / “მეტალურგი”)
4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ნიკა დიასამიძე (“დინამო” ბათუმი)
3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი (ორივე - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, ნათან ჟუნიორი (ყველა - “დილა”), გიორგი ონიანი (“დილა” / “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე (“დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი, შალვა კვანტალიანი (ორივე - “კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჟანიძე (“ვიტ ჯორჯია”)
2 – ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი (ორივე – “ზესტაფონი”), ზურაბ მენთეშაშვილი (“ზესტაფონი” / “მეტალურგი”), ლევან კუტალია (1,“ზუგდიდი” / “ზესტაფონი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე (ყველა - “მეტალურგი”), სანდრო გურული (1 “დილა” / “დინამო” ბათუმი), მიხეილ გორელიშვილი, ბაჩანა არაბული, დათო კვირკველია (1), ლაშა გვალია (1, ყველა - “დილა”), ირაკლი კლიმიაშვილი (“დილა” / თავისუფალი აგენტი), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე, ბექა ტუღუში, ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე, ამირან მუჯირი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ლაშა გაბრიჩიძე (“ვიტ ჯორჯია”), ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”), ზვიად ლობჟანიძე (“მეტალურგი”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)
1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, ბოტი გოა დემელი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, ვალერი იობაშვილი, დათა სიჭინავა, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი (“ზესტაფონი” / “დინამო თბილისი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი (ორივე – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე (“ზუგდიდი” / “დინამო” ბათუმი), გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, გიორგი ქუცურუა (გუნდში აღარ არის), დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, გიორგი ფეიქრიშვილი (გუნდში აღარ არის), ვილი ისიანი, გიორგი ჭანკოტაძე (გუნდში აღარ არის), დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია, აკაკი მიკუჩაძე (1) (ყველა - “სიონი”), გიორგი ჭედია (“სიონი” / ამჟამად უგუნდოდ), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ირაკლი ღიბრაძე, გურამ ადამაძე, გიორგი ჯანელიძე (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე (“ტორპედო” / “დილა”), ვალერი კაციტაძე, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია, გიორგი ილურიძე (ყველა - “დილა”) ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), ომარ გოგონაია, ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია (“კოლხეთი” / “დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე, გოგი ფიფია (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” Aაზერბაიჯანი)
ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი, გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.