როგორც ცხინვალის "სპარტაკის" პრესატაშე დავით ცაბაძემ "მსოფლიო სპორტს" ამცნო, კლუბის სპორტული დირექტორი გიორგი ქინქლაძე გახდა. ცაბაძემ ორიოდე დღის წინ გვითხრა, რომ "სპარტაკის" ახალი პრეზიდენტი მურთაზ შელია თავის მეგობართან და ყოფილ თანაგუნდელთან, ქინქლაძესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ამის შესახებ გვეწერა. საბოლოოდ, შეთანხმებაც შედგა.
90-იანი წლების გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი და "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის საუკეთესო 11 მოთამაშეს შორის მოხვედრილი ქინქლაძე ადრეც მუშაობდა სპორტულ დირექტორად, თუმცა ეს კვიპროსულ "ანორთოსისში" – 2011-2012 წლებში.
შელია-ქინქლაძის დუეტი საინტერესო უნდა გამოდგეს. შეხსენებისთვის, ისინი ერთად თამაშობდნენ საქართველოს ნაკრებში, თბილისის "დინამოში", "ზაარბრიუკენსა" და "მანჩესტერ სიტიში".