ფეხბურთი

11:41 | 17.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქეროლი პრემიერლიგის სტარტს გამოტოვებს

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ენდი ქეროლი, რომელიც “ვესტ ჰემმა” “ლივერპულისგან” მიმდინარე სატრანსფერო სეზონზე გამოისყიდა, გუნდს პრემიერლიგის ახალი სეზონის საწყის შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

24 წლის ფეხბურთელმა ქუსლის ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა და მედიკოსთა წინასწარი დასკვნით, მოედანს სექტემბრის დასაწყისში დაუბრუნდება.

სეზონის პირველ მატჩში “ვესტ ჰემი” 17 აგვისტოს ლონდონში პრემიერლიგის ახალწვეულ “კარდიფ სიტის” დაუპირისპირდება.


0.143367