ყოფილი ჩემპიონი საცხენოსნო სპორტში იუნიორთა შორის, ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი, 20 წლის ამერიკელი ქეით აპტონი ბრიტანელმა ყმაწვილმა მოხიბლა. თუმცა არსებობს საფრთხე, რომ ჯირითის მოყვარულ ლამაზმანს ჭაბუკმა ქეითის გრძნობას არ იზიარებდეს. საქმე ისაა, რომ ბრიტანული შოუბიზნესის ამომავალ ვარსკვლავს, 18 წლის ჰარი სტაილზს თავისზე უფროსი ქალბატონები მოსწონს. მისი დევიზია – ქალი ღვინოსავითაა, წლებთან ერთად უკეთესი ხდება.
ჰარის ბოლოს ურთიერთობა 32 წლის ტელეწამყვან კაროლინა ფლეკთან ჰქონდა. შესაძლოა, ქეითს სტაილზის გემოვნების შეცვლა გამოუვიდეს, ყოველ შემთხვევაში, ამისთვის, ყველა საჭირო მონაცემი აქვს.