ფეხბურთი

2:18 | 4.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას ხელფასს სფფ გადაუხდის და არა - სამინისტრო

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას აქამდე, 4-წლიან პერიოდში ხელფასს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უხდიდა. ამჯერად კი ასე აღარ გაგრძელდება. ქეცბაიას ხელფასს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გადაუხდის. ის 7 მილიონი, რასაც ფედერაცია სამინისტროსგან წლიურად იღებს, ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბებსა და ასაკობრივ ნაკრებებს მოხმარდება. ანუ ქეცბაიას გასამრჯელო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 7 მილიონიდან აღარ გადაიხდება.

საერთოდ, ხშირად იყო საუბარი ქეცბაიას დიდ ხელფასთან დაკავშირებით და ეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანსაც უთქვამს. ყიფიანი ამბობს, რომ შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ამხელა ანაზღაურებას არ იმსახურებს. თუმცა ყიფიანი თავად ვერ გადახედავს ქეცბაიას კონტრაქტს, რადგან ეს კონტრაქტი სფფ-სთან არის გაფორმებული. ქეცბაიას ხელფასი წლიურად 2 651 700 ლარია.

ყიფიანი აცხადებს, რომ უპრიანი იქნებოდა, ფედერაციას პრიორიტეტები უკეთ დაესახა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის მეტი თანხა გაეღო.

0.121884