ფეხბურთი

17:57 | 11.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას ხელფასი 30 პროცენტით შეუმცირდება

 

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას ხელფასი 30 პროცენტით შეუმცირდება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რადგან სპორტის სამინიტროსთვის ქეცბაიას ხელფასი პრობლემა იყო, ფეხბურთის ფედერაციამ ეს პრობლემა მოხსნა და ნაკრებს თავკაცს კუთვნილ თანხას თავად გადაუხდის.

ქეცბაია წლის განმავლობაში ფულს სამ ეტაპად მიიღებს და მისი ხელფასი 30 პროცენტით შემცირდება. ამჟამად, ნაკრების მწვრთნელის ანაზღაურება თვეში 220975 ლარს შეადგენს.

სიჭინავას განაცხადებით, ფედერაციამ სპორტის სამინისტროს შესთავაზა, რომ ის თანხა რაც სახელმწიფოს ქეცბაიას ხელფასის სახით დაეზოგება, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 12 კლუბზე გადანაწილდეს. ფედერაციამ სპორტის სამინისტროს წერილობით აცნობა, რომ გამოთავისუფლებული 2400000 ლარი კლუბებს ჩაურიცხონ. ახლა უკვე სამინისტროს გადასაწყვეტია, ფულს კლუბებს მიმდინარე სეზონის ბოლომდე მისცემს თუ სხვა გრაფიკს შესთავაზებს.


0.118976