ფეხბურთი

16:20 | 25.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიამ საქმეში ცხადაძე ვერ ნახა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია პარასკევს თურქეთში ბაქოს “ინტერის” მიერ ჩატარებულ ამხანაგურ მატჩს დაესწრო, მაგრამ საქმეში ფორვარდი ბაჩანა ცხადაძე ვერ ნახა.

“მატჩზე იმიტომ მოვედი, რომ ბაჩანა ცხადაძის თამაში მენახა. თუმცა, ის მოედანზე არ ყოფილა. მითხრეს, რომ ხვალ კიდევ ერთი მატჩი იქნება. “ინტერის” შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ ძლიერი გუნდია, კარგად თამაშობს და მეტოქეზე უკეთესად გამოიყურებოდა” – განაცხადა ქეცბაიამ.

განვლილ მატჩში, “ინტერმა” ბრაზილიურ “უნიაოს” 3:1 სძლია და უმცროსი ცხადაძის მსგავსად, ალექსანდრე იაშვილს და ლაშა სალუქვაძესაც არ უთამაშიათ. გიორგი ლომაიამ მეორე ტაიმი ჩაატარა. 

0.128942