თემურ ქეცბაია გასულ უქმეებზე “ანორთოსისის” მატჩს დაესწრო. კვიპროსული მედიის ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ გუნდის ყოფილი წარმატებული ფეხბურთელი და მწვრთნელი ლოჟაში კი არ დაჯდა, არამედ 10 ევრო გადაიხადა და გულშემატკივრებს შორის გახლდათ. ფაქტია, კვიპროსზე ეს ამბავი ცოტა გაუკვირდათ და საგანგებოდ აღნიშნეს.
ქეცბაიასგან მარჯვნივ მისი ქალიშვილი ზის, ხოლო მარცხნივ – მეუღლე.