ფეხბურთი

15:40 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია "ნიუკასლზე" და ალან პარდიუზე

 

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ თავის ყოფილ გუნდზე, "ნიუკასლზე" ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ალან პარდიუ ლეგენდა გახდება, თუ ინგლისის ასოციაციის, ან ლიგის თასს მოიგებს.

ქეცბაიამ "ნიუკასლში" თამაშისას ზედიზედ ორი ფინალი წააგო, 1998 და 1999 წლებში – "არსენალთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან".

"სამწუხაროდ, არარეალურია ის, რომ "ნიუკასლმა" პრემიერლიგა მოიგოს. საამისოდ ძალიან დიდი ფინანსებია საჭირო. რთულია კონკურენცია გაუწიო "ჩელსის", "მანჩესტერ სიტის", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს", მაგრამ თასზე ბრძოლა სხვაა. თასის მოგების შესაძლებლობა არსებობს.

... მე ორჯერ ვითამაშე თასის ფინალში. მახსოვს, ძალიან მინდოდა, თუნდაც ერთხელ მომეგო ტიტული. დიდებული ატმოსფერო იყო, თასის ფინალი რაღაც სასწაულია.

... როდესაც "ნიუკასლში" ვიყავი,  კლუბი ახერხებდა ცნობილი ფეხბურთელების ყიდვას და ფინანსური თვალსაზრისით, სხვა გრანდებთან იმდენად ჩამორჩენა არ იყო. დღეს ასე აღარ ხდება. "ნიუკასლის" პრობლემა ისაა, რომ ერთ სეზონში ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძვის, მეორე წელს კი პრემიერლიგაში დარჩენისთვის უწევს ჭიდილი. ყოველწლიურად, გუნდში შემადგენლობა იცვლება, ეს კი ძალიან რთულია მწვრთნელისთვის. ფაქტობრივად, სამომავლოდ გუნდის აშენების საშუალება არ გეძლევა".

0.117156