ფეხბურთი

20:04 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია ეროვნულისთვის ეროვნულიდანაც აარჩევს

საქართველო-ირლანდიის ბილეთები 10, 15 20 და 30 ლარი ეღირება


 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს. თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებით, 26 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები სპეციალურ შეკრებას გაივლიან.

სფფ-ს პრეს-სამსახურის ცნობით, ამ ეტაპისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდისთვის 21 სავარაუდო კანდიდატი შეარჩია. 29-30 აგვისტოს ამ შემადგენლობით ორი ამხანაგური მატჩი დაიგეგმა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლნისის “სიონისა“ და ცხინვალის “სპარტაკის“ წინააღმდეგ ჩატარდება.

მეკარები: ომარ მიგინეიშვილი (დინამო, თბილისი), მაქსიმე ქვილითაია (ჩიხურა, საჩხერე), გიორგი ბეგაშვილი (სამტრედია), გიორგი ნადირაძე (სპარტაკი, ცხინვალი)

მცველები: თედორე გრიგალაშვილი (ზესტაფონი), თემურ ღონღაძე (ჩიხურა, საჩხერე), დავით კვირკველია (სამტრედია), ნიკა ჭანტურია, გიორგი გველესიანი (ორივე – დინამო, თბილისი), გიორგი ფოფხაძე (უგუნდო).

ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა პარუნაშვილი, მათე ცინცაძე, ირაკლი ძარია (ყველა – დინამო თბილისი), ჯამბულ ჯიღაური (ჩიხურა, საჩხერე), ლევან შარიქაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი (ორივე – ზესტაფონი), გრიგოლ დოლიძე (სამტრედია).

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა (სამტრედია), გიორგი ჩირგაძე (დინამო, თბილისი).

ირლანდიასთან გამოძახებული ლეგიონერების სია მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. ეროვნული გუნდი ოფიციალურ შეკრებაზე 1 სექტემბერიდან გადავა და ლეგიონერებს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელი შეურთდება.

ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოსა და ირლანდიას შორის “დინამო არენაზე“ 7 სექტემბერს, 20 საათზე დაიწყება.

მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 10, 15 20 და 30 ლარი იქნება. მათი გაყიდვა “დინამო არენასა“ და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 1 სექტემბერს დაიწყება.

0.132555