ინტერვიუები

10:20 | 11.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია: “ანორთოსისზე” მაღალი დონე მინდოდა”

რუსული “სპორტ-ექსპრესი” საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიას ესაუბრა, თემა კი არა ქართული ფეხბურთი, არამედ ევროპის ლიგის მეოთხე საკვალიფიკაციო რაუნდში მოსკოვის ცსკა-კვიპროსის “ანორთოსისის” წყვილი იყო. ქეცბაია ხომ ფამაგუსტას გუნდის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.
-    წელიწადზე მეტია, რაც “ანორთოსისიდან” წახვედით, რის შემდეგაც ამ გუნდმა მწვრთნელები მიყოლებით გამოიცვალა: ერნსტ მიდენდორპი, სლავოლუბ მუსლინი… ამჟამად კი არგენტინელი გილერმო ოიოსე თავკაცობს. რატომ, ასეთი არასტაბილურობა?
-    წარმატებების შემდეგ ძნელი იყო მუშაობა, ამბიციები გაიზარდა, კვიპროსზე უცებ სურთ სწრაფი პროგრესი. “ანართოსისის” ფანები ყველაზე შმაგები არიან: მათთვის სულერთია, ვის ეთამაშებიან, ყოველთვის მოგებას ითხოვენ. გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა და მეორე სეზონში პირველივე მეტოქესთან წააგო. მაშინვე მწვრთნელს ბრალდება. მუსლინის ხელში “ანართოსისმა” წარმატებით ვერ ითამაშა და გაუშვეს კიდეც.
-    ახლა სტაბილური სიტუაციაა?
-    დიახ. ოიოსე სიმპათიურ, შედეგიან და შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს ათამაშებს “ანართოსისს”. განვლილი ეტაპები კარგად ჩაატარეს, ახლა კი, ყველანი ცსკა-სთან მატჩებს ელიან.
-    “ანართოსისიდან” წასვლა გაგიჭირდათ?
-    როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმაც, რაც შემეძლო, ყველაფერი გავიღე “ანართოსისისთვის”. უფრო მაღალ დონეზე მინდოდა საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა.  
 

ილია ნანობაშვილი


 

0.131185