ფეხბურთი

14:01 | 9.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია აბუ-დაბიში “ვიტესის” ლეგიონერებს აკვირდება

 

თემურ ქეცბაია არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში იმყოფება და შეკრებაზე მყოფ არნემის “ვიტესის” ქართველ ლეგიონერებს აკვირდება.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი “ვიტესის” პირველ სპარინგს დაესწრო გერმანულ “ვოლფსბურგთან”, რომელიც ჰოლანდიელებმა 3:2 მოიგეს. განვლილ მატჩში, გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ პირველი ტაიმი ითამაშა, ხოლო გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდნენ. 76-ე წუთზე, ჭანტურიამ პენალტი გაიტანა და ანგარიში 3:0 გახადა.

10 იანვარს “ვიტესი” გერმანულ “ჰამბურგს” ეთამაშება და ქეცბაია ამ მატჩსაც დაესწრება.

“მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ კვიპროსული ინტერნეტპორტალის, “შოუ თაიმის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, “ანორთოსისში” ქეცბაიას ტექნიკურ დირექტორად დანიშვნის შესახებ, სიმართლეს არ შეეფერება. თავად ქეცბაიასაც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საკონტრაქტო მოვალეობის შესრულებას ბოლომდე აპირებს და უახლოესი 2 წლის მანძილზე საქართველოს ნაკრებიდან წასვლას არ გეგმავს.

0.116514