ჭადრაკი

14:50 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქასოშვილი და სტურუა გაჩემპიონდნენ

გორელი საერთაშორისო ოსტატის ციალა ქასოშვილის გამარჯვებით დასრულდა სენიორთა ქალთა  საქართველოს ჩემპიონატი. გამარჯვებულმა 6-დან 4.5 ქულით ერთპირონული გამარჯვება მოიპოვა.

ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა და 4.0 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ნინო მელაშვილი. 3.5 ქულით მესამეა მარგალიტა თანდაშვილი.

კაც-სენიორებში, როგორც მოსალოდნელი იყო, ქულათა მაქსიმუმით საერთაშორისო დიდოსტატმა ზურაბ სტურუამ იმარჯვა.

ჩემპიონს 2.0 ქულით ჩამორჩნენ და II-V ადგილები გაინაწილეს ივანე სიფრაშვილმა, სერგეი ჩობანიანმა, დემურ სირბილაძემ და კარლო კაბაჯიანმა.

შეგახსენებთ, რომ I-II ადგილზე გასული ქასოშვილი და მელაშვილი სენიორ-ქალთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე იასპარეზებენ, ხოლო სტურუა მამაკაცთა შორის  მსოფლიო პირველობაზე ითამაშებს.

ევროპის ჩემპიონატი პორტუგალიის ქალაქ პორტოში 8-18 მარტს ჩატარდება, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატს ბერძნული კალაბაკა 25 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე უმასპნძლებს.

0.134399