შოთა არველაძის "ქასიმფაშამ" რაიან ბაბელს კონტრაქტი გაუფორმა. შოთას რომ ჰოლანდიელი გარემარბი სურდა, ამის შესახებ დაახლოებით 3 კვირის წინ გახდა ცნობილი. ბაბელი ბოლოს "აიაქსში" თამაშობდა, სადაც დაიწყო კიდეც პროფესიული კარიერა. 26 წლის ჰოლანდიელი ასევე გახლდათ "ლივერპულსა" და "ჰოფენჰაიმში". ბაბელს ჰოლანდის ეროვნულ ნაკრებში 43 მატჩი ჩაუტარებია და 5 გოლი გაუტანია.
"ქასიმფაშამ" კიდევ ერთი ჰოლანდიელი გადაიბირა: 192-სანტიმეტრიანი მცველი რაიან დონკი, რომელიც ბოლოს "ბრიუგეში" გახლდათ. დონკი შოთა არველაძის თანაგუნდელი გახლდათ "ალკმაარში".