19 წლის სერბი ფორვარდი ალექსანდრ მიტროვიჩი მიუნხენის “ბაიერნს” სურს. ამ ინფორმაციას სერბული და გერმანული პრესა აქვეყნებს. მიტროვიჩი ბელგრადის “პარტიზანიდან” ბრიუსელის “ანდერლეხტში” ამ ზაფხულს გადავიდა და 12 მატჩში 9 გოლი გაიტანა. შესაძლოა, ტრანსფერი იანვარშივე განხორციელდეს, თუმცა უფრო დიდი შანსია, გაისად ზაფხულში შედგეს. სატრანსფერო ფასი 10 მილიონი ევროა.
მიტროვიჩი ქართველ გულშემატკივარსაც ეხსომება: ის წლეულს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონი გახდა და გია ცეცაძის გაწვრთნილი ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშა. ერთ-ერთი გამორჩეული იყო იმ შეხვედრაში, რომელიც სერბებმა 1:0 მოიგეს.
აი, ესაა საინტერესო, 19 წლის სერბზე თუ ასეთი ტაციაობაა, 19 წლის ქართველზე უბრალო მოთხოვნილება მაინც რატომ არ არის? დასანანია. “ბაიერნს” ვინ ითხოვს, მეორე ბუნდესლიგის საშუალო კლუბიც კი ოცნებად რჩება.