ჭადრაკი

15:52 | 17.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთაგან ჯავახაძე ყოჩაღობს

ბულგარეთში ოქროს ქვიშებზე მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე 7 ტურის თავზე 3 მოჭადრაკე დაწინაურდა. ჩეხ ზბინეკ ჰრაჩეკს (2625), მაკედონიელ ვლადიმირ გეორგიევს (2532) და შვედ ნილს გრანდელიუსს (2544) აქტივში 6-6 ქულა აქვთ.

ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებელი ზურაბ ჯავახაძეს (2450) გააჩნია, რომელსაც 5.0 ქულით 27-ე ადგილი უკავია. თამაზ მგელაძე (2197) 4.0 ქულით 75-ე პოზიციაზეა, ხოლო ივერი ჭიღლაძე (2396) 3.5 ქულით ზუსტად მეასეა.

ბულგარული ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს და მისი საპრიზო ფონდი 40 ათასი ევროა, საიდანაც ჩემპიონი 6 ათასს მიიღებს.

0.120214