2 ტური რჩება ირანის ქალაქ რეშტში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის დასრულებამდე, რომელშიც საქართველოს სახელით ივერი ჭიღლაძე (2380) და ბაჩანა მორჩიაშვილი (2335) თამაშობენ.
მე-7 ტურში მანამდე ლიდერებში მყოფი ჭიღლაძე შავი ფიგურებით ირანელ საიედ ალავისთან (2458) დამარცხდა და 5.0 ქულით მე-8 ადგილამდე დაქვეითდა.
რაც შეეხება მორჩიაშვილს, მან თეთრებით ირანელვე ადნან ნადიმიფარს (2202) სძლია და ასევე 5.0 ქულით მე-16 საფეხურს უწია.
ბოლოსწინა მე-8 ტურში ჭიღლაძე თეთრი ფიგურებით მორტეზა ასგარის (ირანი, 2279) ეთამაშება, ხოლო მორჩიაშვილი შავებით მეჰდი ჰოსეინიპურს (2277) დაუპირისპირდება.