ჩოგბურთი

14:58 | 23.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა ტიტული ანტალიაში

ქართველმა ჩოგბურთელებმა – ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული საერთაშორისო ტურნირი მოიგეს, რომლის საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი გახლდათ.

მე-3 განთესვის მქონე გორგოძემ და ქვაცაბაიამ ფინალამდე მოგებულ სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი სეტი დათმეს, გადამწყვეტ მატჩში კი მე-2 რეიტინგით მოთამაშე სერბულ-სლოვაკურ დუეტს (კოსტიჩი-სკამლოვა) 4:6, 6:1, 10:8 მოუგეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი გოგონები ანტალიაში ერთეულთა შეჯიბრშიც ირჯებოდნენ, თუმცა, ტურნირს ადრეულ ეტაპებზევე გამოეთიშნენ. შეჯიბრის გამარჯვებული ჩეხი დენისა ალერტოვა გახდა, რომელმაც თანამემამულე ბარბორა კრეიჩკოვა 6:3, 6:2 დაამარცხა.

0.134665