ფეხბურთი

12:38 | 18.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა ტესტები რუსეთის პირველი დივიზიონის კლუბებში

კვიპროსში შეკრებაზე მყოფმა ხბაროვსკის “სკა-ენერგიამ”, სადაც გოგიტა გოგუა, კახა ალადაშვილი და გიორგი ნავალოვსკი გამოდიან, რუსეთის საფეხბურთო ნაციონალური ლიგის თასზე მორიგი მატჩი ძერჟინსკის “ხიმიკთან” ჩაატარა. მატჩი 0:0 დასრულდა.

ნავალოვსკიმ სრულად ითამაშა, ხოლო გოგუა და ალადაშვილი მინდორზე შესვენების შემდეგ გავიდნენ.

ამავე ტურნირში, რომელსაც რუსეთის პირველი დივიზიონის კლუბები სეზონისთვის მოსამზადებლად იყენებენ, სარანსკის “მორდოვიამ” ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიას” ვერ მოუგო – 1:1. ხუბუტიამ სარანსკელებში მეორე ტაიმი ჩაატარა.

თურქეთში ემზადება ორენბურგის “გაზოვიკი”, რომელშიც ზურაბ არზიანი ირიცხება. ორენბურგელები საკონტროლო თამაშში მოსკოვის “ტორპედოს” დაუზავდნენ - 0:0. ქართველმა ფეხბურთელმა შესვენების შემდეგ ითამაშა.

0.114888