როგორც უკვე ვიუწყებოდით, 8 ნოემბერს პოლონეთის ქალაქ ვარშავაში სტარტს აიღებს ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. ცნობისთვის, ეს ტურნირი ვაჟთა შორის 1957 წლიდან იმართება, ხოლო ქალებში – 1992 წლიდან.
გთავაზობთ ქართველი მოჭადრაკეების მიერ ნაჩვენებ საუკეთესო შედეგებს.
ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ქალთა ნაკრების მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგები:
I ადგილი – პულა, ხორვატია; 1997 წელი.
შემადგენლობა: მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი, ქეთევან არახამია.
II ადგილი – დებრეცენი, უნგრეთი; 1992 წელი.
შემადგენლობა: ქეთევან არახამია, ნინო გურიელი, ქეთევან კახიანი.
გეტებორგი, შვედეთი; 2005 წელი.
შემადგენლობა: მაია ჩიბურდანიძე, ნინო ხურციძე, მაია ლომინეიშვილი, ნანა ძაგნიძე, ქეთევან არახამია.
ნოვი-სადი, სერბეთი; 2009 წელი.
შემადგენლობა: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, სოფიკო ხუხაშვილი, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი
III ადგილი – პორტო-კარასი, საბერძნეთი; 2011 წელი.
შემადგენლობა: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნაზი პაიკიძე, ნინო ხურციძე, სალომე მელია.
ვაჟთა ნაკრების მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგი:
III ადგილი – პლოვდივი, ბულგარეთი; 2003 წელი
შემადგენლობა: ზურაბ აზმაიფარაშვილი, ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, გიორგი ყაჭეიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი.
www.gcf.org.ge