ჭადრაკი

11:59 | 25.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა ოთხეული ლიდერებშია!

ევროპის მე-14  ჩემპიონატს განვლილი 2 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით 24  მონაწილე ლიდერობს, რომელთა შორის 4 ქართველი მოჭადრაკეცაა.

მე-2 ტურში შავი ფიგურებით ეფექტური გამარჯვება მოიპოვა სალომე მელიამ (2428), რომელმაც რუს დიდოსტატ ირინა ზაკურდიაევას (2291) აჯობა და 2 ქულით ლიდერთა მარაქაში გაერია.

საკუთარ პარტიაში ენდშპილში მცირე უპირატესობა კარგად გამოიყენა სოფო გურამიშვილმა (2421) და ინა ივახინოვასთან (რუსეთი, 2291) შეხვედრაში ზედიზედ მეორე გამარჯვებაც მოიპოვა.

ჩვეულ ფორმას იბრუნებს 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული მაია ლომინეიშვილი (2531). მაიამ მეორე შეხვედრა ნარმინ ხალაფოვას (აზერბაიჯანი, 2107) მოუგო. დანაკარგის გარეშე ასპარეზობს ბელა ხოტენაშვილიც (2512).

მეორე ტურში სენსაციური შედეგებიც დაფიქსირდა: ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ვალენტინა გუნინამ (რუსეთი, 2507) ლაურა როჟულესთან (ლატვია, 2329) წააგო, ხოლო მსოფლიოს ექსჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2489) გულნარ მამადოვამ (აზერბაიჯანი, 2322) დაამარცხა.

ქართველ მონაწილეთა შედეგები

ნანა ძაგნიძე (2558) – 1 ქულა (რეიტინგის ცვლილება -7.90)

ბელა ხოტენაშვილი (2512) – 2 ქულა (+ 4.20)

ლელა ჯავახიშვილი (2465) – 1.5 ქულა (-0.50)

ნინო ხურციძე (2443) – 1.5 ქულა (0.00)

სალომე მელია (2428) – 2.0 ქულა (+5.00)

სოფიკო გურამიშვილი (2421) – 2.0 ქულა (+5.10)

ნინო ბაციაშვილი (2405) – 1.5 ქულა (-1.20)

მაია ლომინეიშვილი (2351) – 2.0 ქულა (+3.60)

მაკა ფურცელაძე (2349) – 1.5 ქულა (6.00)

სოფიო გვეტაძე (2341) – 1.5 ქულა (+3.80)

მერი არაბიძე (2320) – 1.5 ქულა (+4.80)

მირანდა მიქაძე (2314) – 1.0 ქულა (-9.90)

ანა გავაშელი (2170) – 0.5 ქულა (-7.80)

სოფიო  ნიკოლაძე (2163) – 1 ქულა (-0.60)

მადონა ბოკუჩავა (2109) – 0.5 ქულა (-7.20)

0.114793