საქართველოს თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ოქროს გრან-პრის პირველი დღე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა.
ჩემპიონები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გოგიტაძე (55 კგ) და თავისუფალი სტილის მიმდევარი მალხაზ ქურდიანი (60 კგ) გახდნენ. ბერძენ-რომაელ ვასილ იმერლიშვილსა (96 კგ) და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლევან ბერიანიძეს (120 კგ) ჩემპიონობამდე თითო გამარჯვება დააკლდათ და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ, ხოლო მე-3 საპრიზო ადგილი, ბერძენ-რომაელებმა ზურაბ კეკელიძემ (55 კგ), ანტონ მამაგეიშვილმა (66 კგ), სოსო ჯაბიძემ (96 კგ) და თავისუფლად მოჭიდავეებმა - მალხაზ ზარქუამ (60 კგ) და დავით მოძმანაშვილმა (120 კგ) დაიკავეს.
ოთარ მაღლაკელიძე